"რაღაცნაირად მომერიდა, მე უბედნიერესი ვიყავი ჩემ შვილთან ერთად და ზაზა ვერ იყო"- ნიკა მელია
პოლიტიკა - 09:35, 30 May, 2018     3100
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მოქალაქეების დემოტივაციას ცდილობს, რომ ოპოზიციას საკუთარი სატკივარი არ გაანდონ. ამ თემაზე მელიამ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა, რომელიც ხორავაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეს ეხებოდა. მელიას თქმით ზაზა სარალიძეს არ ეძლევა საშუალება სამართალი იპოვოს:


„მთელი ეს ხელოვნური ისტერიკა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერაზე ზაზა სარალიძის მიმართ, არის პროვოცირებული ქართული ოცნების ხელმძღვანელობის, მიერ რომელსაც პარტიის მხარდამჭერების ნაწილიც აჰყვა. ეს ემსახურება იმ მიზანს რომ ხელისუფლებამ დააკომპლექსოს ხალხი, რომ პრობლემაში მყოფ მოქალაქეს არ ქონდეს შესაძლებლობა მივიდეს ოპოზიციასთან. ეს არაერთხელ მოუხერხებია 6 წლის განმავლობაში არსებლ ხელისუფლებას. მაგრამ ზაზა სარალიძე ამ ყველაფრისგან აღმოჩნდა თავისუფალი, გამოვიდა და თქვა, 6 თვის განმავლობაში დავდივარ რკინის ქალამნებით, ვერ ვპოულობ სიმართლეს და ხალხო დამიდექით ყველანი, არ მაინტერესებს, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნებით, ვინ ინჟინერი ხართ და ვინ ექიმი, თუ პროკურატურის თანამშრომელი. გამოვეხმაურეთ, ვინც გამოვეხმაურეთ, გამოვედით აქციაზე ვინც გამოვედით და ვინც არ გამოეხმაურა კაბინეტიდან პოსტი დაწერა, კალაძეს ვგულისხმობ, რომ უიმე იქ ვიღაცას არ აქვს მორალური უფლება დგომისა. მე ყოველთვის მქონდა ამ აქციებზე დგომის უფლება. ასეთ ოჯახში გავიზარდე, 12 წლის წინაც. იმ აქციაზე მე მივედი, არა როგორც პოლიტიკოსი, სულ არ მახსოვდა რომ პოლიტიკოსი ვიყავი, სამი წლის ბავშვთან ერთად მივედი და სანამ აქციაზე მივიდოდი რუსთაველის გამზირზე ზაზა შემხვდა და პირდაპირ გეუბნებით, რაღაცნაირად მომერიდა, მე უბედნიერესი ვიყავი, რომ ჩემ შვილთან ერთად ვიყავი და ზაზა ვერ იყო. ხელი რომ გადაუსვა თავზე, რაღაცნაირად მომერიდა და განცდის გაორება დამეუფლა, თან მომერიდა და თან სიამაყოით აღვივსე. საერთოდ არ მახსოვდა პოლიტიკოსი ვიყავი თუ ვინ ვიყავი, პირველ რიგში ვიყავი მოქალაქე.“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ის უსამართლობას აპრიოტესტებდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობს დროსაც და დედაქალაქის მოქმედ მერს არ აქვს უფლება მას განუსაზღვროს რისი გაპროტესტების უფლება აქვს ახლა და რისი არა:

„წლების წინაც ვაპროტესტებდი როგორც სტუდენტი ჩემს მეგობრებთან ერთად რაც არ მომწონდა. მაშინ როდესაც მე არცთუ ისე ბევრ ადამიანთან ერთად ვაპროტესტებდი გირგვლიანის მართლაც მკვლელობას, კაცი კალაძე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ეს პასუხი კახა კალაძეს.“- აღნიშნა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, კარგად ვერ დაასრულებს ვერცერთი ხელისუფლება, რომელიც შვილმკვდარ მშობელს სამართლის საპოვნელად ქუჩაში გამოიყვანს:

„ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელმაც შვილმოკლული მშობელი სიმართლის მოსაძებნად გამოიყვანა ქუჩაში, წაუმტვრევია კისერი და ვერც ქართული ოცნება იქნება გამონაკლისი.“- განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42