"ახალი წესები საბანკო ჰოლდინგებსა და ეკონომიკური რეალური სექტორის კომპანიებს უფრო მკვეთრად გამიჯნავს"-ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 09:35, 30 May, 2018     704

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა აკეთონ თავიანთი მიმართულება, ხოლო არაპროფილური საქმიანობა უკვე გააგრძელონ იმ კომპანიებმა, რომლებსაც ამის საკანონმდებლო შესაძლებლობაც აქვს და განვითარების პერსპექტივაც,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც 29 მაისს ლონდონში, საფონდო ბირჟაზე კომპანია „ქართული კაპიტალის“ პრემიურ ლისტინგში აქციების განთავსების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს მოხდა საბანკო ჯგუფის პირველი სტრუქტურული დაყოფა. შედეგად, მივიღეთ ორი კომპანია, რომელიც არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში და გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ერთი კარგი ჯანმრთელი კომპანია ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული კაპიტალი“ იქნება წარმატებული კომპანია. რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორში მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწევს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით ღირებულებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„ასევე მინდა მოგახსენოთ იმ ახალ მიმართულებებზე, რომლებზეც დღეს ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ცვლილებები შედის 2017 წლის დეკემბერში მიღებული კანონმდებლო პაკეტში. კერძოდ, საბანკო ჰოლდინგებთან მიმართებაში შემოვა დამატებითი წესები, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნავს საბანკო ჰოლდინგებს და ეკონომიკის რეალური სექტორის კომპანიებს იმისათვის, რომ რეალურ სექტორს მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42