დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ალან პილუს შეხვდა
პოლიტიკა - 18:53, 29 May, 2018     903

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტ ალან პილუსთან ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილა. შეხვედრა გაერთიანელ სამეფოში, ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისში შედგა და მას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელმაც განსაკუთრებული ბიძგი უნდა მისცეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. მათ შორის, პროექტებზე, რომლებიც ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების უკეთ გამოყენების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსების მხრივ, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არსებული სტაბილურობით, ლიბერალური და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკითა და საინვესტიციო შესაძლებლობებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და პრიორიტეტულ პროექტებზე ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42