"აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება მორიგი რუსული პროვოკაციაა" -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
პოლიტიკა - 17:56, 29 May, 2018     1203
ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. ამასთან დაკავშირებით უმაღლესი საჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ განცხადება გააკეთა:

საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლისთავის იუბილეს აღნიშვნის კვალდაკვალ, კრემლმა მოსკოვში ახალი პოლიტიკური პროვოკაცია დააანონსა; რუსეთის ზედამხედველობით სირიის არაბთა რესპუბლიკამ რუსეთის მიერ ოკუპირებული დეფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ აქტი გააფორმა. რუსეთმა ამით კიდევ ერთხელ გამოააშკარავა თავისი აგრესიული ზრახვა - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინსპირირებული საომარი მოქმედებების სტრატეგიული მიზანი - ჩვენი ქვეყნის ძირძველი კუთხეების, მისი განუყოფელი ნაწილების საქარველოსგან მოწყვეტა.

სამწუხაროა, რომ რუსეთის იმპერია ასე თუ ისე, მაინც ახერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის ცალკეული წევრი ქვეყნის შეცდომაში შეყვანას. ამის მკაფიო მაგალითია 1994 წლიდან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე სირიის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლებაში დღეს არსებული რეჟიმის მიერ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, მოსკოვში საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით გაფორმებული პოლიტიკური ფარსი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გმობს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური პლატფორმის ზეწოლით საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ აგრესიას, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადექვატური პასუხი გასცენ გაეროს წევრ ქვეყნებს, რომლებიც უხეშად არღვევენ საყოველთაოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და ღებულობენ უკანონო გადაწყვეტილებებს.

ჩვენ ვიზიარებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დაკავშირებით, - აღნიშნა ელგუჯა გვაზავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42