პრეზიდენტმა ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 17:37, 29 May, 2018     559
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქართველი დიპლომატები ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ვაგრძელებთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ზეიმს და იმ ჩვენი სიამაყის, მიღწევების და გამარჯვების აღნიშვნას, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია.

"ჩვენ აღვნიშნავთ ორი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწის ღვაწლს. ადამიანებისა, რომელთა მუშაობაც და მოღვაწეობაც დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ეპოქასთან, არამარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ გლობალურად, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.

რადგან, ბოლო 30 წელიწადი, გლობალურად, პოლიტიკური პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო - დამთავრდა ცივი ომი, დაინგრა ბიპოლარული სამყარო, დაიშალა საბჭოთა კავშირი და აი ამ დრამატულ, ისტორიულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამშობლოს იდენტობის გამოვლენა, ჩვენი სამშობლოს მიზნების დასახვა და ჩვენი ერისთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრა.

იმ მომენტში, უაღრესად სწორედ განისაზღვრა ჩვენი ქვეყნის როლი და ფუნქცია, როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე იმ საერთაშორისო გზავნილში, რომელსაც საქართველო თავის თავს, რეგიონს და მსოფლიოს უგზავნიდა. და ჩვენ მაშინ განსაზღვრული, ძირითადი ფორმატების კონტექსტში დღესაც ვმუშაობთ.

დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ საერთშორისო წარმატებაზე, აი, ეს უაღრესად სწორედ დანახული ქვეყანა, რეგიონი, ფუნქცია, მისია, - სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა. ჩვენ ჩამოვყალიბდით როგორც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემქმნელი სივრცე და მაშინ მცირე და მყიფე პროექტებიდან იწყებოდა ეს ყველაფერი. პროექტებიდან, რომლებიც უკვე მომავალ წელს იქნება ევროპის სამხრეთის ენერგოუსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი. და ძალიან ბევრი მიმართულებით გაიშალა ეს პროექტები, იგივე ბაქო -თბილისი- ყარსის რკინიგზა, იგივე სხვა პროექტები კასპიიდან, რომელიც უერთდება ჩვენს ენერგოდერეფანს. და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა და ამ მისიით გავდივართ მსოფლიოში და რეგიონშიც.

ბატონო თედო, ბატონო ირაკლი, თქვენმა მოღვაწეობამ დიპლომატიის სიბრტყეში ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობა ამ ხედვების შემდგარობა და ამ ხედვების გატანა. თქვენ მანამდეც ისეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფია გაგაჩნდათ, განსაკუთრებით მე 9 აპრილის კონტექსტი მახსენდება ბატონო ირაკლი თქვენთან მიმართებაში.

მე დღეს ვხედავ თქვენი ნამუშევრის, თქვენი თავდადების ხორცშესხმას რაღაც საკითხებში, ახლა მე არ ვიტყვი, რომ ეს პროექტები ბოლომდე არის განხორციელებული, კიდევ ძალიან დიდი პერსპექტივებია, მაგრამ ის დიდი ღვაწლი, რომელიც თქვენ გაქვთ ამ მიმართულებით, ის ინტელექტუალური, ემოციური, პიროვნული თავდადება, რომელიც ბევრი ეს წამოწყება შემდგრად გვაღიარებინა დღეს, არის ჩვენი სიამაყის და ამ დღეების ჩვენი ზეიმის საგანი. ამდენად მინდა ჩემი და ჩვენი სახელმწიფოს სახელით მადლობა გითხრათ მოღვაწეობისთვის და შესაბამისად, გამოვყო თქვენი ღვაწლი წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, და ქართველი დიპლომატების ოჯახისა წევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42