საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში თავისი ოფიციალური გვერდი გააუქმა. ამის შესახებ მან Facebook-ზე გუშინ დაწერა. მისი თქმით ამის მიზეზი ის ნეგატივია, რომელსაც ის ამ გვერდიდან იღებს:
"მეგობრებო, მოგესალმებით. იდეაში ამ გვერდის შექმნის მიზანი იყო, რომ ინფორმირებულნი ყოფილიყავით ჩემი სპორტული კარიერით და ჩოგბურთი საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული სპორტის სახეობა გაგვეხადა.
სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გვერდს ჩემთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც მეტი პოზიტივი მოეტანა, სანაცვლოდ ძალიან დიდი ნეგატივი მივიღეთ.
მე პირადად დროდადრო მიწევს გვერდის თვალის დევნება და ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა.
მივიღეთ გადაწყვეტილება და გვერდს ვხურავთ. დიდი მადლობა ჩემს ნამდვილ გულშემატკივრებს და წარმატებები წინ არის."- დაწერა ბასილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






