ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა 80 თეთრამდე ძვირდება?!
პოლიტიკა - 13:29, 29 May, 2018     6913

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის (მეტრო და ავტობუსი) ღირებულება შეიძლება 60%-ით გაიზარდოს. მიზეზი მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებაა, რომელიც მიკროავტობუსებს, მეტროს და ავტობუსებს გააერთიანებს. "მარშრუტკების" უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი - 50 თეთრი. მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ გამოთქვამენ, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს კი ფასის მატების მოლოდინი აქვთ.

დედაქალაქის მერიამ მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მეტროსთვის ერთიანი საბარეთე სისტემის შემოღება დააანონსა. ამასთან, მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის აპარატი დამონტაჟდება, რადგან დაგეგმილია სამარშრუტო ტაქსების გადახდის ერთიან საბარათე სისტემაში გაერთიანება. სწორედ ეს პროცესი წარმოშობს კითხვებს, როგორ მოხდება ერთიან საბარათე სისტემაში სხვადასხვაფასიანი ტრანსპორტი. მიკროავტობუსების უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი - 50 თეთრი.

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, გადაჯდომის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში სარგებლობს მოქალაქე უფასო გადაადგილების შესაძლებლობით. თუკი ამ სისტემაში "თბილისის მიკროავტობუსიც" ჩაერთო, უცნობია, ბარათზე 30 თეთრი ფასში სხვაობა როგორ აისახება. ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი მიკოავტობუსით მგზავრობის ღირებულებასთან გათანაბრდეს. მით უმეტეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ყვითელი ავტობუსების სუბსიდირებას სულ უფრო მეტი თანხა სჭირდება ბიუჯეტიდან.

საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ბიუჯეტიდან ისედაც დიდ ფული იხრჯება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, მერიამ დოტაცია გაზარდოს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის საფრთხის წინაშე მდგარმა მერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბიუჯეტს არ აქვს სახსრები, დამატებითი ხარჯი გასწიოს.

ერთიანი საბარათე სისტემის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსის" დამატებით კითხვებს არ უპასუხეს მერიის პრესსამსახურში და კახა კალაძის ზოგადი კომენტარით შემოიფარგლნენ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან.

კახა კალაძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში თბილისის ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტს წარადგენს. მისი ერთ-ერთი კომპონენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებაა. ახალი სისტემა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არამედ მიკროავტობუსებსაც შეეხება.

"ვფიქრობთ, ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ როგორ, რა ფორმით განხორციელდება ეს. მაქსიმუმ, მომავალ კვირას ვაპირებთ ტრანსპორტის პოლიტიკის წარმოდგენას, თუ როგორი ხედვა გვაქვს და რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ წლების მიხედვით. ასევე გვაქვს მიღებული ევრობანკის გრანტი და დავიწყეთ კვლევა "სისტრას" დახმარებით, რომ უფრო გამარტივებული და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სურვილი.

პარალელურად, მნიშვნელოვანია განახლება როგორც ყვითელი ავტობუსების, ასევე მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია-მოდერნიზება და, მეორე მხრივ, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა", - განაცხადა კალაძემ.


წყარო რეზონანსი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42