კომპენსაცია ბანკებით დაზარალებულებს და სამსახურებიდან უკანონოდ დათხოვნილებს - ენმ მოქალაქეების რეგისტრაციას იწყებს
პოლიტიკა - 12:34, 29 May, 2018     2639
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ფონდის შექმნას აანონსებს. ფონდის კაპიტალი ორმილიარდ-ნახევარი ლარი იქნება და თანხა ქართული ოცნების მიერ ხელისუფლებისგან დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდას მოხმარდება.

ოპოზიციური პარტია ბანკებით დაზარალებულების ან სამსახურებიდან უკანონოდ დათხოვნილების რეგისტრაციას იწყებს. კომპენსაციის ოდენობა კონკრეტული საქმეების მიხედვით განისაზღვრება.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, იკარგება სამუშაო ადგილები, პენსია არცერთი თეთრით არ იზრდება, უამრავ სოციალურად დაუცველ ოჯახს უსამართლოდ უხსნიან დახმარებას, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, ნადგურდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ა.შ. ყველაფერ ამის ფონზე კი ბიძინა ივანიშვილი მდიდრდება. დღეს ყველა ობიექტურად განწყობილი მოქალაქე ხედავს, რომ ივანიშვილის ვიწრო კლანური მმართველობა და მასთან უკანონო გარიგებაში მყოფი სამი ძირითადი ბანკი ძარცვავს ქვეყნის ეკონომიკას და აბუჩად იგდებს მოქალაქეებს.

ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იწყებს აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ აქედანვე გამოავლინოს და აღრიცხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა ოლიგარქიული მმართველობით. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება სპეციალური სახლემწიფო ფონდი, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად ივანიშვილის და სხვა ჩინოვნიკების ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნებით შეივსება, ეს სახელმწიფო ფონდი 2.5 მილიარდ ლარით განისაზღვრება და ამ ფონდით მოხდება ყველა დაზარალებული მოქალაქის ზიანის ანაზღაურება. ასევე გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი საბანკო და მიკროსაფინანსოები ვალების გადახდაზე და ვალი გადაანგარიშდება სააკაშვილის პრეზიდენტობისას არსებული სავალუტო კურსით.

როდესაც ვახსენებ დაზარალებულებს, ვგულისხმობ არამხოლოდ მევახშოკრატიით დაზარალებულებს, არამედ ყველა მოქალაქეს, რომლებმაც უსამართლოდ დაკარგეს სამსახური, არ გადაუხადეს განაცდურები, ამ მოქალაქეებს აღნიშნული ფონდიდან დავაკმაყოფილებთ და დაუბრუნდებიან საკუთარ სამუშაო ადგილებს.

ასევე, ადმაიანებს, რომელთაც მიადგათ ზარალი, მაგალითად როცა არაერთი ბაზრობა დაიწვა და ზიანი დღემდე არაა ანაზღაურებული, ეს ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი მომდევნო თვეები განმავლობაში და შესაბამისი ღონისძიებების შემდეგ მათ გადაეცემათ საგარანტიო სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს, ნიშნიად იმისა რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ სპეციალური სახლემწიფო ფონდიდან სახელწმიფო მათ აუნაზღაურებს ზიანს" - აღნიშნავს მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42