სასკოლო განათლებას საქართველოში შველა სჭირდება- ნანა ტოხვაძე
პოლიტიკა - 11:50, 29 May, 2018     7103
პოლიტიკური პლატფორმა -„ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, 2018 წლის საატესტატო გამოცდების საგანგაშო შედეგებს ეხმაურება. ნანა ტოხვაძემ, საერთაშორისო რეიტინგების შკალაზე საქართველოს ადგილზე ისაუბრა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდა, გაეცნონ და გაანალიზონ ბოლო ათწლეულის სავალალო შედეგები.

„სასკოლო განათლებას საქართველოში შველა სჭირდება. მივმართავ ბ-ნ, ჩხენკელს, ნუ შეაყრის თვალში ნაცარს საზოგადოებას და გამოფხიზლდეს; სამოქმედო გეგმა, რომელიც მან წარადგინა ახლოსაც კი არ არის სასკოლო განათლების გამოწვევებთან და მასზე რეფორმის დარქმევა, რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობაა. წლევანდელი საგამოცდო შედეგები არის სამარცხვინო! 2018 წლის საატესტატო გამოცდებზე 11.000 მეტი მე-12 კლასელი ჩაიჭრა. ციფრი საგანგაშოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების 22 % შედის 2.400 მეტი აბიტურიენტი, რომელთაც განაცხადი შეიტანეს საერთო ეროვნულ გამოცდებზე და წელს უმაღლეს სასწავლებლებში გეგმავდნენ ჩაბარებას. განსაკუთრებით სავალალო შედეგებია მოსალოდნელი მე-11 კლასის საატეტსტატო გამოცდებში, სადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებში ბარდება 4 გამოცდა.“განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

„ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, დღეს სკოლებს სჭირდებათ მართვის ცოცხალი პრაქტიკა და რეალური ავტონომია. ნანა ტოხვაძის განცხადებით, გასათვალისწინებელია ესტონეთის, ფინეთის, ჰოლანდიისა და სხვა ევროპული ქვეყნების განათლების სისტემების გამოცდილება. მისივე თქმით, ბავშვზე ორიენტირებული სკოლის რეფორმა, უნდა გულისხმობდეს, ზოგადი განათლების ბიუჯეტირებას და გაწეული ხარჯის მიახლოებას მშპ 2.5 % მაინც.

როგორც ოპოზიციურ პარტიაში განაცხადეს, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ თემაზე პრეზენტაციას გამართავენ, სადაც განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს გააცნობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42