რა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ საჯარო სექტორში დასაქმების მსურველ პირებს - მთავრობის დადგენილება
პოლიტიკა - 11:08, 29 May, 2018     2076
მთავრობამ პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილება 22 მაისს გამოქვეყნდა.


სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირი, რომელიც არის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, შეუსრულდა 18 წელი და აქვს საშუალო განათლება მაინც. ხოლო სერტიფიცირების გავლის ვალდებულება არ წარმოეშობა - მოქმედ მოხელეს; ყოფილ მოხელეს; უმაღლესი განათლების მქონე პირს და პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

სასერტიფიკატო გამოცდა ელექტრონული ტესტირების ფორმით ტარდება. ტესტური დავალებები შეირჩევა სერტიფიცირების თემატიკის შემდეგი სამი კომპონენტიდან (დარგიდან): სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და ზოგადი უნარები. თითოეულ ტესტში კი იქნება არაუმეტეს 15 ტესტური დავალება სახელმწიფო ენიდან, 20 ტესტური დავალება − ზოგადი უნარებიდან და 15 ტესტური დავალება − სამოქალაქო განათლებიდან.

სასერტიფიკატო გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე პირი შეკითხვების 50%-ს მაინც უპასუხებს სწორად. სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე იმ პირს კი, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა, სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა ჩაბარების უფლება ორი თვე არ ექნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირების გავლის მსურველი პირი ხელახლა გადის ელექტრონულ რეგისტრაციას ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.

სერტიფიცირების თემატიკა

სახელმწიფო ენა - ქართული ენის მართლწერას; პუნქტუაციასა და სტილსა და ლექსიკას.

სამოქალაქო განათლება - სახელმწიფოსა და სამართლის ძირითად საკითხებს; საჯარო მმართველობას; დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოებას; საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციებს; ადამიანის უფლებები და თავისუფლებებს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას,

ზოგად უნარები - ვერბალური ნაწილი: ლოგიკა, წაკითხული ტექსტის გააზრება; მათემატიკურ ნაწილში კი რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა საკმარისობის შეფასება, შეფარდება და პროპორცია, რიცხვის ნაწილი და პროცენტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42