თაღლითობით მოტყუებული ბავშვები ბოლნისში - 70 მშობელი ,,ფეშენ სტუდიოსგან“ ფულის დაბრუნებას ითხოვს
სოც.მედია - 23:20, 28 May, 2018     2282
სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიკო წიქორიძე, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს და სამოდელო სააგენტო ,,ფეშენ სტუდიოს“ მხრიდან 26 მაისის დღესასწაულისთვის ბავშვების მოტყუების ფაქტზე წერს. როგორც ირკვევა სააგენტოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბავშვები ღონისძიებაზე უნდა გამოეყვანა, თუმცა მოზარდები სიცხეში მოტყუებული დატოვა.

„მოკლედ, ამ ორშაბათ დილასაც არ გამინელდა შაბათის ბრაზი. ცუდი კი ისაა, რომ საზოგადოებას აგუებენ გაოფიციალურებულ თაღლითობას, ვითომ.ის არაა საკმარისი, რომ ყველა მხრიდან გვყვლეფს ცალკე ბანკი, ცალკე შუქი, ცალკე გაზი და ეხლა ამ მარაზმს დაემატა ,,ჯიბიდან ამომხტარი" რაღაც #FashionStudio , რომელსაც 26 მაისს 70 ზე მეტი ბავშვისთვის ერთი დღე, წითელ ხალიჩაზე ტრადიციული სამოსის ჩვენებით და ლიმუზინით გასეირნებით :) , უნდა გაელამაზებინა.

წესით უნდა გაელამაზებინა, მაგრამ რა მივიღეთ? მზეზე დასიცხული ბავშვები, რომლებიც 5 საათი ელოდნენ, რომ ვიღაც დანაპირებს შეასრულებდა, წარმოუდგენელი დამცირება და უპასუხისმგებლობა.

დილის 10 დან 3 საათამდე ვსვამდით კითხვას: აბა ტრადიციული სამოსი? აბა დეფილე? აბა ლიმუზინი? აბა ბანერთან ფეშენ ფოტოსესია? აბა სადაა? ნახეთ ვინმემ? არც ჩვენ, თუმცა მანამდე ყველა გაკვეთილზე (სულ 4 იყო) თამამად არიგებდა ,,ფეშენ სტუდიოს პრიმადონა" საბანკო რეკვიზიტებს და თანხა მრგვალ ციფრზე დაბლა არ ჩამოსულა, თან განმარტავდა რომ 26 მაისს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით აკეთებს გრანდიოზულ (ძაან უყვართ ეს სიტყვადა ნეტა მნიშვნელობაც იცოდნენ არ იქნებოდა ცუდი) დეფილეს და ყველაფერი ზეორგანიზებული იქნებაო.

მოკლედ, რაღა გავაგრძელო და არაა ეს, ლამაზი, მით უფრო არ შეეფერება ეს არც მუნიციპალიტეტს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს ,, გრანდიოზულ" ღონისძიებებს გეგმავენ, ცუდია, როცა მართავ რაღაცას, აძლევ ლოკაციას და ვის აკონტრაქტორებ, ან ვის აძლევ უფლებას შენი სახელით შევიდეს ბაღებში და სკოლებში ,,გარტყმაში " არ ხარ.

საქმე ის კი არაა, რომ დღეს მე და ჩემნაირ 70 მშობელს ვირაცა ჯიბეში ჩაუძვრა, ფული ამოაცალა და გაღიმებული დატოვა? საქმე ისაა, რომ მუნიციპალიტეტს არ აფასებს არავინ, ვინც ამ.მიისით მოდის და უფრო.მეტიც, უყურებს როგორც ფულის სეიფს, ყულაბას.

ძალიან გთხოვთ, არ დამიწყოთ ეხა რა შუაშია მუნიციპალიტეტიო, იმ შუაშია, რომ იმ ჯიბიდან ამომხტარმა ,,პრიმადონამ," გარკვევუთ თქვა: მუნიციპალიტეტის მოწვევით ვაკეთებთო და ნდობაც ამან გააჩინა , თუმცა იქ, სადაც გერმანელების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეზე, ბავშვებს ცხვირ წინ გასართობები დაუდგეს და ფასები ტელეფონის ნომრებივით (ბატუტზე ხტომა 10 ლარი, ჩამოსრიალება ერთხელ 5 ლარი) დაადეს და მშობლებს ატირებულები მიყავდათ შვილები, ეს თაღლითობა აღარ მიკვირს.

უბრალოდ გული მწყდება, რომ ამ ქალაქში ვიღაცას ჰგონია რომ , ლოხები" ცხოვრობენ და რამდენი დღესასწაულზე ღონისძიებას გამართავენ, იმდენი ბოლნისელები გავისვრით ,,გრანდიოზულობას" საკუთარი ჯიბიდან.

სირცხვილია ხალხოოოო!!!! სირცხვილიაააა, ბოლოს და ბოლოს ბავშვების დანგრეულ ფსიქიკაზე აკეთებინებთ ვიღაცეებს ფუულს?...

ეს გოგო არი აფერისტი, სად იყო ბუშტი? ან ვის მოუტანა გაუბერავი ბუშტი რა ეგონა ვინ გაუბერავდა? ან ნაციონალური კოსტუმი სად იყო კითხეთ 70 მშობელს ვინმემ თვალით ნახა ერთი მაინც? და როგორც მინიმუმ ერთი დღით ადრე იმ კოსტუმებს გაზომვა მაინც არ ჭირდებოდა ? ქაოსი.იმიტომ ატყდა რომ ჯვარს აცვა ბავშვები 4 საათი გააბოტა მზეზე და იმ ფოტოგრაფთან თვითონ პოზირებდა. მოეცა ის კოსტუმი ჩავაცვამდით და ჩვენ ჩავუტარებდით დეფილეს.“ - წერს მარიკო წიქორიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42