"მოდით დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში! ... ვტოვებ სალი კლდეების სამშობლოს" - ბექა წიქარიშვილი
სოც.მედია - 16:38, 28 May, 2018     14917
"თეთრი ხმაურის" წევრი ბექა წიქარიშვილი საქართველოს დროებით ტოვებს:

"მოდით დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში! ...

ბევრი ფიქრის და ჭიდილის ფონზე გადავწყვიტე არ გავაუქმო იანვარში აღებული ფრენა და დედაჩემთან საბერძნეთში წავიდე. ხუთწლიანი სტრესული ოდისეის დასასრულს ეს ისაა რაც მჭირდება. ერთი თვით გტოვებთ, უნდა დავისვენო, გახურებული გონება გავაგრილო, შორიდან შევხედო ყველაფერს და მომავალზე ვიფიქრო. ვტოვებ სალი კლდეების სამშობლოს და 18 წლიანი წყვეტის შემდეგ ვუბრუნდები ეგეოსის ზღვის სამშობლოს, ადგილებს სადაც ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე. ვღელავ, დღემდე ჩემი სიზმრების ნაწილია ეს ქვეყანა და არ ვიცი როგორ დამხვდება. მიმაქვს დიდ ბრაზი სისტემის მიმართ და ყველა საფუძვლიანი კრიტიკა ჩემ მიმართ.

ერთხელ უკვე ვთქვი რომ დემორალიზებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს დემოტივირებულს, პირიქით, უფრო დიდზე მეფიქრება, უფრო ყოვლისმომცველზე, ახალზე. ჯერ არ ვიცი რისი, მაგრამ ახალი მშობიარობა იწყება. ასე ვიყავი მაშინაც, "თეთრი ხმაური" რომ იბადებოდა.

რას ვაპირებ მიმდინარე პროცესებზე? უფრო ის ვიცი რას არ ვაპირებ. გუშინ უკვე მედიითაც ვთქვი უარი მინისტრებთან სამაგიდო ფორმატზე, არაფერი მესაქმებოდა ისედაც მანდ, "ბესედკებში" და მეგობრების მაგიდებზე ჯდომა მირჩევნია. ექსპერტები თუ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს დაე განაგრძონ. ჩემთვის სიმულაციაა ეგ მაგიდა. თუ ცვლილებას აპირებენ უჩვენმაგიდოდაც იზამენ როგორმე. თუ ჩემს ჩამოსვლამდე კანონს მიიღებენ (ამინ), შორიდან მომილოცეთ, თუ არა (ტფუი ეშმაკს), ჩამოვალ და ახალი სტრატეგიით განვაგრძოთ წინააღმდეგობა. იცით ალბათ წიქარა ვარ, ხალხური ზღაპრიდან, მართალია ერთი რქა გამიცვდა, მაგრამ მეორე უფრო ძლიერი მაქვს რეზერვში ;)

კიდევ ერთი რამ ვიცი, ერთადერთი აქცია რომლის ორგანიზატორიც ამის შემდეგ ვიქნები, ის აქციაა სადაც ავტობუსებით მივალთ.

მიყვარხართ და ვიმედოვნებ არ მიწყენთ დასვენებას, მართლა გადავიწვი, ხუთი წელია არ გავჩერებულვარ"- წერს წიქარიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42