მისი თქმით, შალელაშვილი „ღარიბი“ არ არის, შესაბამისად დეპუტატი გამორიცხავს, რომ მას კანონგარეშე საქმიანობაში მონაწილეობა მიეღო.
„ეს არის რაღაც გარკვეული ფანტაზიის ნაყოფი, დარწმუნებული ვარ, თვითონ გასცემს ბატონი შოთა აუცილებლად პასუხს, რომ ჩამოვა. ის არის ძალიან მოწესრიგებული, მოაზროვნე დეპუტატი, რა თქმა უნდა, ის არ არის ღარიბი ადამიანი. ისრაელშიც ვიცი, რომ მან ფართო წრესთან აქვს კონტაქტები. მაგრამ ის, რომ რაღაც კანონგარეშე საქმიანობაში მონაწილეობდა, აბსოლუტურად შორს ვარ ამ აზრისგან. ახლა, მისი ვაჟი რაში იყო გარეული და როგორ, ეს ახლა სხვა საქმეა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და უმრავლესობის წევრ შოთა შალელაშვილს საერთაშორისო მაფიის ფულის გათეთრებასა და რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს. სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გააკეთა.სააკაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ, აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარ ყველაზე მხვილ ჰაკერულ თავდასხმაში, რომელიც უდიდეს კიბერძარცვად ითვლება, „ქართული ოცნების“ წევრის შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა. საუბარია დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარზე, რომელიც სააკაშვილის , საქართველოში შემოედინებოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






