"ჩამოშლილი და განადგურებული განათლების სისტემა" - რატომ მატულობს ყოველწლიურად იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც მინიმალურ ზღვარს ვერ ლახავენ
პოლიტიკა - 17:26, 28 May, 2018     2162
2018 წლის მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რეგისტრირებულთაგან ზღვარი 2410-მა ვერ გადალახა, მათგან მე-12 კლასელი - 1983-ია.

მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა არ გაზრდილა, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია მინიმალური ზღვარის გადაულახავი მოსწავლეებისა, რომლებიც კონკურს გარეთ რჩებიან.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, 2012 წლიდან ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა კატასტროფულად იმატებს, რაც განათლების სამინისტროს რეფორმების არარსებობას ნიშნავს. გარდა ამისა, შაშკინი ერთ-ერთ პრობლემად იმასაც მიიჩნევს, რომ სკოლა მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასელებს გაკვეთილებზე სიარულს არ ავალდებულებს.

„პრობლემა არის ძალიან დიდი. სამწუხაროა, რომ განათლების სამინისტროს მესვეურები ამაყობენ იმით, რომ წელს არის იგივე სიტუაცია, რაც შარშან. მაგრამ ეს საამაყო ნამდვილად არ არის. წელსაც 11 000 მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი საატესტატო გამოცების ანუ წელსაც ჩვენ გვაქვს საუბრი იმაზე, რომ ამ მოსწავლეებმა ვერ აითვისეს სასწავლო პროგრამა. ძალიან მძიმე შედეგებია იმის გათვალისწინებით, რომ კლასებში სწავლობს 40 000 ბავშვი ანუ ამდენივე ბავშვი ამთავრებს სკოლას და 11 000 ბავშვი ვერ აბარებს. შედეგები არის უმძიმესი და ყველაფერი განპირობებულია იმით თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ განათლების სისტემაში.

ცნობითვის, ჩემი მინისტრობის პერიოდში მხოლოდ 7%-ს უჭირდა საატესტატო გამოცდების ჩაბარება იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო პირველი ორი წელი, როდესაც ეს გამოცდები შემოვიდა და უფრო მეტი სტრესი იყო ბავშვებისთვის და დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ, 6-7 წელი გავიდა და სახეზე გვაქვს 11 000 ბავშვი, რომლებმაც ვერ ჩააბარეს და ჩაიჭრნენ ამ გამოცდებში. 21-ე საუკუნე არის განათლების და საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკუნე, სადაც კონკურენცია ძირითადად მოდის განათლებით. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, იყოს თანამედროვე და განათლებული, ჩვენმა განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს ისეთი განათლების დონე, რომლის მეშვეობით ბავშვები შევლენ კონკურენციაში თავის ამერიკელ, გერმანელ, ჩინელ და სხვა ქვეყნის თანატოლებთან. სამწუხაროდ, რა შედეგიც ახლა გვაქვს, ეს ასე არ არის და გარდა იმისა, რომ 6 წელია სახელმწიფოში არაფერი არ გაკეთებულა პირიქით, საგულდაგულოდ ანგრევენ იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. თუმცა, აშენებით არაფერს არ აშენებენ. გაფუჭებაში არიან „სუპერ ძლიერები და სუპერ კარგები“ მაგრამ ახლის შექმნა ძალიან უჭირთ. გაჩერებულია რეფორმა, რომელიც ითვალისიწინებდა იმას, რომ ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა საატესტატო გამოცდები ან ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩაებარებინათ არა ერთ დღეს, მკაცრ პირობებში, არამედ, ჩვენ ვგეგმავდით 2013 წლიდან, როდესაც ბავშვებს რამდენჯერმე წელიწადში შეეძლო ამის ჩაბარება, რაც იქნებოდა ნაკლებად სტრესულ პირობებში. სამწუხაროდ, ეს რეფორმა გაანადგურეს და გააქრეს" - აღნიშნავს განათლების ყოფილი მინისტრი.

შაშკინი განათლების სისტემაში არსებულ ერთ-ერთ დიდ პრობლემად მასწავლებელთა კვალიფიკაციასაც მიიჩნევს. მისი თქმით, თანხები, რომელმაც მასწავლებელთა გადამზადება უნდა უზრუნველყოს, "ჩინოვნიკთა ჯიბეებში" მიდის.

"დიდი პრობლემაა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. მასწავლებლების სახლები, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ არის საერთაშორისო დონეზე გასული, სადაც სხვადასხვა ქვეყნები ითვისებდნენ, საქართველოში განადგურებულია. 6 წელია განათლების სამინისტროში არავინ, არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლოებლების კვალიფიკაცია იყოს ამაღლებული. რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს განცდა, რომ ბავშვები წარმატებულად ჩააბარებენ მაგალითად, ფიზიკას თუ ფიზიკის პედაგოგები ვერ აბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდებს? ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ არ შეუძლიათ მასწავლებლებს ჩაბარება, არამედ ის 60 მილიონი, რომელიც არის გამოყოფილი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, მიდის ჩინოვნიკების ხელფასებზე, პრემიებზე და კარგ მოგზაურობებში სხვადასხვა ლამაზ ქალაქებში - ლონდონში, პარიზში და ასე შემდეგ.

ერთადერთი გამოსავალია, ჩამოშლილი სწავლის აღდენა და ფული ,რომელიც არის გამოყოფილი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ზუსტად ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს და არა ჩინოვნიკების ჯიბეებში" - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42