"ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ,,ვხედავთ, რომ სახელმწიფო კი არ იცავს ამ ადამიანებს, არამედ უპირისპირდება. როდესაც ასეთ საზარელ შემთხვევაზე ოჯახის წევრებს და არა მხოლოდ, გამოძიებასთან ძალიან ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზიები უჩნდებათ ყველაზე სწორი გამოსავალი არის პარლამენტმა აიღოს საზედამხედველო ფუნქცია. ამ ვითარებაში ადექვატურია, რომ პარლამენტი ჩაერთოს და ჩვენ ვკითხოთ გამოძიებას თუ რატომ დარჩა ამდენი კითხვა დაზარალებულ ოჯახს.
ალიან ცუდი პრაქტიკა გვაქვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით. მუხტარლიზე ფაქტიურად არც ერთი არგუმენტი არ არსებობდა რატომ არ უნდა შექმნილიყო ეს კომისია. სამწუხაროდ, პარლამენტის მზაობა, რომ კანონით დადგენილი პროცედურებით ჩაერთოს და ზედამხედველობა განახორციელოს აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ვალია ეს საკითხი დავაყენოთ. დავარწმუნოთ ქართული ოცნება და ცივილიზებული, სწორი გზით წარვმართოთ ეს პროცესი. ჩვენ უნდა დავადგინოთ რა ინტერესი აქვს გამოძიებას, რომ უპირისპირდება დაზარალებულის ოჯახს" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






