"ნაციონალური მოძრაობა" " ოცნების" დეპუტატის, შოთა შალელაშვილის საქმიანობის შესწავლას ითხოვს
პოლიტიკა - 14:49, 28 May, 2018     1136
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების და უპირველესად თანაინვესტირების ფონდის საქმიანობის შესწავლას ითხოვს.

ენმ-ში აცხადებენ, რომ შალელაშვილთან დაკავშირებული სკანდალი ადასტურებს, რომ შესაძლოა ამ ფონდს კრიმინალური გზით მოპოვებული ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ.

„დეპუტატ შალელაშვილის ოჯახის წევრები დაკავშირებული არიან სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებრივ ჯგუფთან რომელთა მიმართ ამერიკის მთავრობას აქვს სერიოზული ბრალდებები. ფაქტია, რომ შალელაშვილის საქმიანობა ბურუსით არის მოცული და სწორედ ივანიშვილი პარტნიორობას უკავშირდება. არის სერიოზული ეჭვი,რომ საერთაშორისო ფინანსური დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გარეცხვა ხდება საქართველოში და ამ გზით კომპანიების დაარსება.

ამიტომ საქართველოს პროკურატურამ პირველ რიგში უნდა გამოიძიოს ამ თანხების წარმომავლობა, მათ შორის თანაინვესტირების ფონდის თანხების წარმომავლობაც და სერიოზული დოკუმენტები უნდა მიაწოდოს ამერიკის მთავრობას შემდგომი გამოძიების უზრუნველსაყოფად,“- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და უმრავლესობის წევრ შოთა შალელაშვილს საერთაშორისო მაფიის ფულის გათეთრებასა და რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს. სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გააკეთა.სააკაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ, აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარ ყველაზე მხვილ ჰაკერულ თავდასხმაში, რომელიც უდიდეს კიბერძარცვად ითვლება, „ქართული ოცნების“ წევრის შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა. საუბარია დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარზე, რომელიც სააკაშვილის , საქართველოში შემოედინებოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42