მისი შეფასებით, "მაცხოვართან ურთიერთობის გზას ყველა თავად ირჩევს, არავინაა უფლებამოსილი ეს არჩევანი ადამიანს წაართვას!"
"ზოგადად ცნობილია რომ ბიბლია მიეკუთვნება იმ წმინდა წიგნების რიცხვს რომელიც მორწმუნეთა უმეტესობას თავიდან ბოლომდე არასოდეს წაუკითხავს! ეს წაკითხვაზეა საუბარი, აღარაფერს ვამბობ მის გააზრებაზე, გათავისებაზე, მისი პრინციპებით ცხოვრებაზე! ჰოდა გაოგნებული ვაკვირდები წუხელიდან მოყოლებული ამდენი ქართველი „თეოლოგის“, „მორწმუნის“, „ქრისტიანობაში განსწავლულის“ ლაყაფს, შეგონებას და დარიგებას! ყველამ საკუთარ ცხოვრებას, რწმენას, ღმერთთან ურთიერთობის ხარისხს თავად რომ მივხედოთ, საკუთარი თავი რომ უფრო დავხვეწოთ არ გამოვა?! რატომ ვეძებთ სხვის თვალებში ბეწვს, როცა საკუთარი დირით გვაქვს ამოვსებული, მაცხოვართან ურთიერთობის გზას ყველა თავად ირჩევს და არავინაა დედამიწაზე უფლებამოსილი ეს არჩევანი ადამიანს წაართვას! სწორედ ამ გზას ჰქვია „თავის უფლობა“!"- წერს გიორგი კალანდია.
მასალის გამოყენების პირობები






