აქციებში მონაწილეობის უფლება შესაძლოა, შეიზღუდოს - ომბუდსმენის კრიტიკა და მმართველი გუნდის პოზიცია
პოლიტიკა - 13:19, 28 May, 2018     1794
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, ცვლილებები შედის.


კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მოქმედ რედაქციაში არის შემდეგნაირად:

„ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება არ ვრცელდება შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულებების მოსამსახურეებზე,“ ცვლილებების შემდეგ ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება არ ვრცელდება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურეებზე.“.

მე-3 მუხლს ემატება კონკრეტული ჩამონათვალი იმ პირებისა, რომლებიც თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურეებად ითვლებიან და რომელთაც ეს უფლება ეზღუდებათ. ცვლილებებით ფართოვდება პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა.

პროკურატურის მუშაკი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსამსახურე;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი;

საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი;

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე;

საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია და ლევან ბეჟანიძე და ის პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებას კრიტიკა მოჰყვა ომბუდმენის მხრიდან. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას, რაც აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს.

სახალხო დამცველს მაგალითად მოჰყავს ვენეციის კომისიის გამოხმაურება
„ვენეციის კომისია ამ საკითხს უარყოფითად გამოეხმაურა 2011 წლის მოსაზრებაში, სადაც ის აფასებდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. ვენეციის კომისია განმარტავს, რომ მართალია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–11 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაზე „კანონიერი შეზღუდვების“ დაწესების შესაძლებლობას, მიუხედავად ამისა, ეს შეზღუდვები უნდა დაწესდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულობის პრინციპის დაცვით. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივ სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით არ უნდა შეიზღუდოს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის შეკრების თავისუფლება, თუ შეზღუდვის მიზეზები პირდაპირ არ უკავშირდება მათ სამსახურებრივ მოვალეობებს და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია პროფესიული მოვალეობის გათვალისწინებით. ამასთან, შეზღუდვა უნდა დაწესდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეკრებაში მონაწილეობა ეჭვქვეშ აყენებს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის ნეიტრალურობის შენარჩუნების შესაძლებლობას საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის სამსახურის გაწევისას.“- აღნიშნულია ომბუდსმენის გამოხმაურებაში.

სახალხო დამცველის კრიტიკას გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ავტორია. სოფო კილაძე აცხადებს, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის მიზანი, აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა. კილაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა არგუმენტის მოსასმენად მზად არიან.

„ჩვენი მიზანი იყო ტექნიკურად მოგვეყვანა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ არსებობდეს არგუმენტები იმისა, რომ ჩვენ რაღაც არ გავაკეთეთ ისე, როგორც უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ, არის იგივე NGO-ების ჩართულობა, სახალხო დამცველის ჩართულობა, მთლიანად საზოგადოების ჩართულობა, რომ თუ რაღაც არგუმენტები არსებობს იმისა, რომ ვთქვათ უკეთესი პროექტი მივიღოთ და შესაბამისი კონსტიტუციასთან, ჩვენ ვართ მზად და ღიად თანამშრომლობისთვის.“ - განაცხადა კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42