"ტურიზმმა შარშან ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა" - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 13:05, 28 May, 2018     928
„ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი სექტორია, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში რამდენიმე ათეულ ათას სამუშაო ადგილს ქმნის, პირდაპირ და არაპირდაპირ ჩვენ ვითვლით 180 ათასამდე სამუშაო ადგილს. შარშან ტურიზმმა ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ტურიზმის სექტორში მომუშავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართა და მას ყველა იმ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო, რომლებიც საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას უწყობენ ხელს. მათ გააკეთეს პრეზენტაციები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წინაშე. ასევე განხილული იყო ყველა ის პროექტი, რომლებიც დონორთა დახმარებით საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ხორციელდება.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ დონორ ორგანიზაციებს გავაცნოთ ის საჭიროებები და პროექტები, რომელიც ტურიზმის სექტორში გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული საჭიროებები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნიკური დახმარების მიმართულებით. შეხვედრის მთავარი ამოცანაა, დონორებს გავაცნოთ ჩვენი საჭიროებები, ასევე მოვისმინოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც დონორ ორგანიზაციებს გააჩნიათ და სურვილები ტურიზმის სექტორში დახმარების მიმართულებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას ასევე დაესწრნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკის (KfW), მსოფლიო ბანკის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აგრეთვე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის, კავკასიის ბუნების ფონდის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42