2 მილიონამდე ლარის პრემია და 180 ათასი ლარი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანის შეძენად - IDFI-ის სკანდალური კვლევა
პოლიტიკა - 12:00, 28 May, 2018     2958
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მონიტორინგის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა გაუმჭვირვალეა, ფინანსები კი არარაციონალურად იხარჯება.

ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიონამდე ლარი პრემიებზე დაიხარჯა, 180 ათასი ლარი კი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანის შეძენას მოხმარდა.

IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ბერაიას განცხადებით, მონიტორინგის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არაერთი პრობლემა გამოვლინდა.

“ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რიგი ხარვეზები სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგალითად ეს შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოების გაუმჭვირვალობას.

ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობასთან დაკავშირებით, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილი თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა არის ერთ-ერთი მაგალითი.

ამის გარდა ასევე განვახორციელეთ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობის მონიტორინგი, მოვამზადეთ კანონპროექტი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენი აზრით დღევანდელ კანონმდებლობაში არსებობს. დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით პარლამენტს, რომელიც იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფართომასშტაბიან რეფორმას დაიწყებს“,- განაცხადა გიორგი ბერაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42