„გაბუნიამ განაიარაღა მრევლი, საპატრიარქოსაც, ალბათ, გული მოულბო... ბევრმა, ალბათ, ცრემლებიც კი ღვარა გიორგის აღსარება-მონოლოგზე“ - გოცირიძე
პოლიტიკა - 11:27, 28 May, 2018     6100
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას "საჯარო აღსარებას" სოციალურ ქსელში აფასებს.

რომან გოცირიძე თვლის, რომ გაბუნიამ თავისი გამოსვლით მრევლს გაუცხოების მომენტი მოუხსნა. ენმ-ს წევრი არც იმას გამორიცხავს, რომ ჟურნალისტმა საპატრიარქოსაც მოულბო გული.

"გიორგი გაბუნიამ განაიარაღა მრევლი არა მხოლოდ იმით, რომ არის ჭკვიანი, საუკეთესო ჟურნალისტი, კარგი ორატორი და კარგი ადამიანი, არამედ იმით, რომ აჩვენა, ერთი თქვენთაგანი ვარო. მოუხსნა გაუცხოების მომენტი.

ბევრმა, ალბათ, ცრემლებიც კი ღვარა გიორგის აღსარება-მონოლოგზე.

საპატრიარქოსაც გული მოულბო, ალბათ.

თუმცა, პრობლემა მაინც სხვა რამეშია: სინამდვილეში, გიორგის ურწმუნობაში ან მკრეხელობაში კი არ სდებდნენ ბრალს, არამედ იმაში, რომ მან სცადა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრების გაფართოება საქართველოს პირობებში, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან შემოფარგლულია და ასი წლით მაინც ჩამორჩება ევროპულს. იმასთან შედარებით, რასაც თავის წმინდან დედაკაცზე ამბობდა ას წელზე მეტი ხნის წინათ ანატოლი ფრანსი ”პინგვინთა კუნძულში”, გიორგი გაბუნიას გამონათქვამი, რომელიც მასზე თავდასხმის საბაბი გახდა, საამო საუბრად მოგვეჩვენება.

წარმუდგენლად დიდი იყო გიორგიზე მორალური წნეხი და შესაძლოა, ფანატიკოსების მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების საფრთხეც (რაც დღემდე არცაა გამქრალი). მის მიმართ მხარდაჭერაც არ იყო იმ ზომის, რასაც იგი იმსახურებს.

გიორგიმ აირჩია ის ფორმა, რომელიც შექმნილ ვითარებაში მან ჩათვალა უფრო სწორად. ეს მისი გადასაწყვეტი იყო და ვერც ვერავინ გაამტყუვნებს ან უკარნახებს, თუ როგორ უნდა აეხსნა თავისი სიმართლე.

საკმეველის სურნელების სუნამო თუ არსებობდა, ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი,“ - წერს გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42