„შალელაშვილი, ამ საერთაშორისო აფერისტების ოჯახი, იმიტომ რომ მისი შვილი გასამართლებულია აშშ-ში მასობრივად ფულის მოპარვაში და ამ საქმეში მონაწილეობდა რუსული სპეცსამსახურები. ეს არის რუსული სქემა, მოპარულია 2 მილიარდი დოლარი. ამის შემდეგ ეს ადამიანი ჩამოყავთ საქართველოში აძლევენ მას დეპუტატის მანდატს რა დამსახურებისთვის კაცმა არ იცის, ოფიციალურად აფიქსირებს, რომ აქვს მილიარდი დოლარი, აშენებენ ბიტკოინების ქარხანას და ამისთვის იღებენ პრაქტიკულად უფასო დენს. ეს კაცი ათეთრებს საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოს ტერიტორიაზე. და რაში ათეთრებს? თანაინვესტირების ფონდის სრულიად გაუმჭვირვალე პროექტებში. ივანიშვილი აკეთებს იმას, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა, ეს იყო ჯერ გამთეთრებელი კვანტრიშვილის ფულის და უმარავი ხალხი ჰყავთ მოკლული, მერე იყო გენერალ ლებედის ფულის გამთეთრებელი და იმ მაფიის, რომელიც ჩართული იყო ალუმინის წარმოებაში. მან და რამდენიმე რუსულმა ბანკმა დაანგრია რუსეთის ეკონომიკა 1998 წელს. ზუსტად ისეთივე საბანკო მაფია შექმნა ირაკლი რუხაძესთან, მამუკა ხაზარაძესთან და ირაკლი გილაურთან ერთად ქართულ საბანკო ბაზარზე საქართველოში, ზუსტად ისევე ათეთრებს საერთაშორისო მაფიის ფულს ბიტკოინების ქარხანაში.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






