"თქვენ აღიარეთ, რომ სარალიძე თქვენი ხელისუფლების გირგვლიანია და მოგიწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა" - მელიას პასუხი კალაძეს
პოლიტიკა - 10:07, 28 May, 2018     3123
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერმა, რომელიც გუშინდელ, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას გამოეხმაურა, ფაქტობრივად დაადასტურა სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა.

"ათასობით ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა ზაზა სარალიძეს. როგორც ჩანს, სწორედ აქციის მრავალრიცხოვნებამ გამოიყვანა მწყობრიდან დედაქალაქის მერი კალაძე, რომელიც საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა ყოველად სამარცხვინო განცხადებით.

მივმართავ, საზოგადოების სამართლიანი პროტესტით აღშფოთებულ კალაძეს:

თქვენ ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარეთ სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა! დიახ, აღიარეთ რომ სარალიძე თქვენი ხელისუფლების „გირგვლიანია“! თუ ასე არაა, რატომ გაგახსენათ ამ აქციამ გირგვლიანი? თურმე დღესაც გახსოვთ როგორ გინახავთ პირველად გამწარებეული დედა ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე გამოსული მხოლოდ ათიოდე მოქალაქე. წლების წინ, იმ აქციაზე, თქვენ არ მდგარხართ - ხელისუფლების ფავორიტობა და პრემიერ ნოღაიდელთან ერთად მრავალმილიონიანი ბიზნესები არ გეთმობოდათ.

თქვენგან განსხვავებით კი მე, ნიკა მელია, ის ვარ, ვინც მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი, იმ საპროტესტო აქციებზე ვიდექი და ირინა ენუქიძის ტკივილს თქვენსავით გადმოცემით არ ვიზიარებდი. ასე რომ, როდესაც დღეს ჩვენ გვიწოდებთ „ამორალურ პირებს“ და „გაკვირვებას“ ვერ მალავთ საზოგადოებისადმი ჩვენი დამოკიდებულების გამო, სჯობს თქვენს იმდროინდელ დამოკიდებულებებსაც გადახედოთ და გაიხსენოთ, რომ ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი მაშინ გაგახსენდათ, როცა თქვენი და მაშინდელი ხელისუფლების გზები გაიყო და ეს ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის დაგჭირდათ.

აქვე მინდა შეგახსენოთ და გაგაფრთხილოთ, „გირგვლიანის საქმის“ გამო, ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკურად უკვე აგო პასუხი 2012 წლის არჩევნებზე და სარალიძის გამო, სწორედ თქვენს გუნდს მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა!" - აცხადებს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42