მშვიდობისმყოფელებმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში აღნიშნეს
პოლიტიკა - 15:37, 27 May, 2018     1179


ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა.

მე-11 ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღავლინა. კაპელანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირებისთვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა.პუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს

საზეიმო ღონისძიება სიმბოლური მარშით გაგრძელდა. გარბენში მონაწილეობა ქართველი მშვიდობისმყოფელების გარდა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის სამხედროებმაც მიიღეს.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების, დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების და ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებით დასრულდა. მე-11 ბატალიონის სამხედროები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულ გუნდს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აშშ-ის არმიის ტაქტიკური დაჯგუფება „Manchu”-ს დაქვემდებარებაში ასრულებს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზაზის უსაფრთხოება და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42