პარლამენტი ყველა ზომას მიიღებს, რომ ჩვენი დიასპორის ინტერესები სათანადოდ იყოს დაცული - კობახიძე
პოლიტიკა - 11:27, 27 May, 2018     904

„ჩვენ ამ დღეებში აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის აღდგენის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს, რომლის მთავარ შემოქმედებს ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება საზღვარგარეთ მოუხდათ.


ისტორიულმა უსამართლობამ და განსაცდელმა ქართველ ხალხს დაანახა, რომ ჩვენთვის უმთავრესია სამშობლოს ერთგულება, სამშობლოს ერთიანობა და ერთმანეთის მხარდამხარ დგომა. დღეს ჩვენს ხალხს კვლავ სჭირდება ყველა ეს თვისება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე ირაკლი კობახიძემ ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ამ კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე.

„ქართულ დიასპორას ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახალხო დიპლომატიის წარმატებაში.


საქართველოს პარლამენტი ცდილობს ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის ინტერესები სათანადოდ დაცული იყოს.


ქვეყნის წინსვლაში დიასპორის ფასდაუდებელი როლის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ღირსეული ადგილი განუსაზღვრა სიტყვებს და ტერმინს „თანამემამულეს“ და „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს“. ქვეყნის ძირითად კანონში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ ინიციატივას საკონსტიტუციო კომისიაში არც ერთი მოწინააღმდეგე არ ჰყოლია და ეს საკითხი ერთხმად იყო მხარდაჭერილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრთა მიერ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დიასპორას ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით ეკიდება.


ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, მოხდა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც ზღუდავდა ორმაგ მოქალაქეობას. კონსტიტუციის ეს ნორმა პრობლემებს უქმნიდა ჩვენს თანამემამულეებს. შესაბამისად, შეზღუდვა მოხსნილია და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც, ჩვენს თანამემამულეს შეეძლება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ამჟამად, წარიმართება მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე, რომლითაც დაკონკრეტდება სათანადოდ ეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ჩანაწერი“,--აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებებიც გააცნო.


„ამჟამად, პარლამენტში მიმდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწონებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაფინანსების და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი უნდა მიენიჭოს და ამისთვის პარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

„პარლამენტი, ასევე აქტიურად მუშაობს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის ახლებურად გააზრებასა და მის შესაბამისობაში მოყვანაზე ქართული სახელმწიფოსა და დიასპორის წინაშე მდგარ გამოწვევებთან. დღეს აშკარაა, რომ ეს ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე უნდა გადავიდეს და აქ უმთავრესი როლი საზღვარგარეთ მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა უნდა იკისრონ.

დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას ევროინტეგრაციის პროცესში, უნდა გაძლიერდეს მათი საქმიანობა ადგილსამყოფელ ქვეყნებში. ამიტომაც, კანონში ცვლილება უზრუნველყოფს ორგანიზაციების გაძლიერების, სტიმულირებისა და მათთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის ახალი მექანიზმების შექმნას. ცვლილება ხელს შეუწყობს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ეფექტურობას და ეფექტიანობას. ამიტომაც, კანონპროექტზე მუშაობა უნდა განხორცილდეს დიასპორული ორგანიზაციების ძალიან აქტიური ჩართულობით და ეს იქნება კიდეც უზრუნველყოფილი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, გამოსაძებნია ახალი ფორმა, რაც, ზოგადად, საკანონმდებლო საქმიანობაში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მონაწილეობას გაზრდის. მან დიასპორის წარმომადგენლებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი მუშაობის დაწყება შესთავაზა.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტსა და ქართულ დიასპორას შორის მუდმივი კავშირის შენარჩუნებისა და გაღრმავებისათვის, პარლამენტში მოქმედებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, კი ასევე შექმნილია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს დიასპორის საკითხზე მომუშავე მკვლევარებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებსა და სხვა სპეციალისტებს.


„ყველა ეს საქმიანობა მიმართულია ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერისაკენ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ.

მინდა გისურვოთ სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი დამოუკიდებლობის საუკუნოვან იუბილეს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42