„100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის - უკვე მაშინ, გამომდინარე ჩვენიათასწლეული ისტორიიდან, გვქონდა ღირებულებები, რომელიც იყო ნამდვილად დემოკრატიული“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. დიმიტრიქუმსიშვილმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ოჯახის წევრებთან ერთად დღეს რუსთაველის გამზირზე სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მოწყობილი ლოკაციები დაათვალიერა, მათ შორის ეკონომიკისსამინისტროს ტექნოპარკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, „საქართველოს ფოსტისა“ და ბათუმის საზღვაო აკადემიის სივრცეები.
„ჩვენ გვქონდა სამეწარმეო მარკეტი, სადაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 100-ზე მეტი ბენეფიციარის შექმნილი პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ასევე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათშესაძლებლობა „საქართველოს ფოსტის“ მიერ მოწყობილ სივრცეში საქართველოს ფოსტის ისტორიისა და მარკის ისტორიის განვითარებას გაცნობოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს მიერრუსთაველის გამზირზე ასევე წარმოდგენილი იყო საზღვაო აკადემია და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მრავალი საინტერესო აქტივობებით“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააღნიშნა, რომ სამინისტრომ ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, გორში, ფოთსა და სხვა ქალაქებში გამართულ სადღესასწაულოღონისძიებებში.
მასალის გამოყენების პირობები






