26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა
პოლიტიკა - 10:43, 27 May, 2018     1382

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. მათ შორის ლიუბლიანის ციხესიმაგრე, თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.

საბერძნეთში ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური შენობა - ქ. თესალონიკის მერია, ხოლო შენობის წინ, განთავსდა ბანერი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ლოგოს გამოსახულებით. გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა პერფორმანსი.

ასევე განათებული იქნა ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები მდინარე ნერისზე და ქალქის ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა შენობის ფასადზე და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე და აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ჩამოსვლასთან ერთად ვიდეო-მოლოცვა მოამზადა საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ლატვიაში, იურმალას ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ქართული სტენდი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, ქართულ სათვისტომოსთან ერთად საქართველოს დროშებით და საიუბილეო ბანერებით მონაწილეობა მიიღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამართულ იურმალას მარშში. ამავე დღეს ქალაქ რიგაში საქართველოს საელჩოს შენობის წინ განთავსდა ყვავილებისგან შექმნილი კომპოზიცია - საქართველოს ეროვნული დროშა და რიცხვი 100.

​ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხდების ისტორიულ დროს 17:10 საათზე საელჩომ ირალნდიაში მცხოვრებ ქართველებთან დუბლინის ცენტრალური მოედნიდან ვიდეომილოცვა გავრცელა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ გიზას პირამიდებთან სადღესასწაულო სანახაობრივი ღონისძიება გამართა.

უკვე ტრადიციულად ქართული ჩოხით შეიმოსა ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი.

ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიმართა საზეიმო საჯარო ღონისძება - კომპანია „ბორჯომის“ პიკნიკი საქართველოსსაელჩოსთან ერთად, ხოლო საქართველოს დროშები აღიმართა ესტონეთის სხვადასხვა ქალაქებში.

საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო რგოლები მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა ტალინის, მინსკის, კიშინეუსა და სხვა დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზეგანთავსებულ ბილბორდებზე.

საქართველოს დროშები ფრიალებდა სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს შენობიდანაც.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საზეიმო მიღებები გაიმართა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკასა და დანიაში. ღონისძიებებში მონაწილეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქოსაზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები იღებდნენ.

26 მაისს, თბილისის დროით 17.10 სთ-ზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საზიმოდ აღნიშნეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრებმა. საიუბილეო თარიღის პოპულარიზაციის მიზნით, საზეიმო აქტივობების და მილოცვების ამსახველი ვიდეოები რეგულარულად თავსდებოდა, სოცილაურ ქსელებსა და მედიაში.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ციკლი მთელი წლის განმავლობაში გასტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42