ცივი იარაღით მინიმუმ 4 მოზარდი ჩხუბობდა - სკანდალური ჩვენება მოზარდების მკვლელობის საქმეში (ვიდეო)
პოლიტიკა - 21:30, 26 May, 2018     4758

სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დუმილი დაარღვია. დაკითხვის გრიფით საიდუმლო მასალები რუსთავი2-მა მოიპოვა.

ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებით, ის 51-ე სკოლასთან სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდა, მანამდე კი მიხეილ კალანდიას ბუკიას ბაღთან შეხვდა. სწორედ იქ შეიტყო მიზეზი, რის გამოც ყოფილმა სკოლელმა კალანდიამ მათი დახმარება ითხოვა.

ბრალდებულის ჩვენებით, მიხეილ კალანდიამ მას ტაქსში უთხრა, რომ დეიდაშვილის მჩაგვრელებთან დასალაპარაკებლად მიდიოდნენ და იქ მათი სკოლის სხვა მოსწავლეებიც შეუერთდებოდნენ.

ბრალდებულის მონათხრობში 51-ე სკოლასთან მისვლის შემდეგ მოვლენები უკვე ბევრჯერ მოსმენილი სცენარით განვითარდა. მოზარდებმა ჯერ სკოლასთან ისაუბრეს, შემდეგ კი 25-მდე არასრულწლოვანი ხორავას ქუჩაზე ავიდა. ბრალდებულის ჩვენებით, საქმე შერიგებისკენ მიდიოდა, როდესაც სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა.

თითქმის 6-თვიანი დუმილის შემდეგ ბრალდებულმა სასამართლოში დეტალურად აღწერა, რა ხდებოდა ხორავა ქუჩის ბნელ ფარდულში, ვინ იყო შიგნით.

ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებით, მან ფარდულში შესვლა ვერ მოასწრო, რადგან ეზოში პარალელურად რამდენიმე ჩხუბი მიმდინარეობდა და დახმარება მის სხვა მეგობრებსაც სჭირდებოდათ.

მისი მონათხრობით, ფარდულის შემდეგ მასთან ერთად იყვნენ მიხეილ კალანდია და სხვა ბიჭები. არ დამალა, რომ ჰქონდა დანა, თუმცა, დაასახელა სხვა მოზარდებიც, ვინც დაპირისპირებისას ცივი იარაღს იყენებდნენ. მათ შორის არიან მოწმეები, რომლებმაც ფიცის ქვეშ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცეს, თუმცა, დანის გამოყენების ფაქტი დამალეს.

ბრალდებულმა დაკითხვისას პირველად დაადასტურა, რომ სისხლიანი დაპირისპირებისას ერთ-ერთი მოზარდი მათი მხრიდანაც დაიჭრა. ამ ფაქტს პროკურატურა დღემდე არ ადასტურებს. ასევე მოყვა, რომ ხორავას ქუჩიდან გაქცევის შემდეგ, მიხეილ კალანდია მისი დანით კიდევ სადღაც იყო წასული.

ბრალდებულმა დაკითხვისას სხვა არაერთ აინტერესო დეტალზეც ისაუბრა. მისი პასუხით, გასული წლის პირველ დეკემბერს, მინიმუმ, 4 არასრულწლოვანი ცივი იარაღით ჩხუბობდა. ეს გარემოება კი პროკურატურის დღემდე არსებულ ვერსიას ეწინააღმდეგება.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42