აშშ-ის მთავრობის სახელით მინდა, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე ვუსურვო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
პოლიტიკა - 21:06, 26 May, 2018     1001

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა მიულოცა. მილოცვის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული მოკავშირეა. მაიკ პომპეოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ მხარს უჭერს საქართველოს განვითარების პროცესს ეკონომიკასა და დემოკრატიის სფეროში, მხარს უჭერს ნატო-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის საზღვრები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული:

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მინდა, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე ვუსურვო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს. წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის – პირველი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაარსების 100 წლისთავი თანამედროვე ისტორიაში. 1991 წლიდან მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა ხელახლა მოიპოვა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული მოკავშირე გახდა.

ბოლო 27 წელიწადში საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ღირებულია საქართველოს როლი რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მისი კონტრიბუცია ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მშვიდობას უზრუნველყოფენ. ეს მიღწევა არაფერი იქნებოდა ქართველი ხალხის მხრიდან გაღებული მსხვერპლისა და ჩართულობის გარეშე.

ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ მხარს უჭერს საქართველოს განვითარების პროცესს ეკონომიკასა და დემოკრატიის სფეროში, მხარს უჭერს ნატო-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის საზღვრები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული. ჩვენ ველოდებით მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას სამომავლოდ.“ - ნათქვამია მაიკ პომპეოს მილოცვის ტექსტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42