დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგით საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის
პოლიტიკა - 21:03, 26 May, 2018     1378
საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელწოდება მიენიჭება - ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.


როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა აღნიშნული დიალოგი ორ პარტნიორ ქვეყანას შორის თავს მოუყრის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას და ორიენტირებული იქნება ახალი შესაძლებლობების გამოძებნაზე.

„საფრანგეთის მხრიდან არსებობს სურვილი ეს დიალოგი გახდეს რეგულარული და მაღალი დონის და მან თავი მოუყაროს ყველა საკითხს, რომელიც უკვე ძალიან ბევრია ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში და ამით ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანოთ თვისობრივად ახალ ეტაპზე. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით საფრანგეთის ამ ინიციატივას, ასევე მივესალმებით დიალოგის დასახელებას, რადგანაც დიმიტრი ამილახვარი ნამდვილად ორი ქვეყნის ურთიერთობებში ძალიან პოზიტიური პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი ასევე იქნება დიდი პოზიტივის მომტანი ორმხრივ ურთიერთობებში“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის შეხვედრისას, რომელშიც ასევე მონაწილეობდა მიხეილ ჯანელიძე, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონული და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო არსებული თანამშრომლობის სფეროების გაღრმავების პერსპექტივებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საფრანგეთის მხრიდან კი ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას - „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42