„სიმბოლურია, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აფხაზეთიდან, ეს დღესასწაული, ეს ღონისძიებები ჩვენთვის არის დამატებით ძალისმომცემი“- გახარიამ მოსახლეობას დღესასწაული ზუგდიდიდან მიულოცა
პოლიტიკა - 20:44, 26 May, 2018     1548

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის მიღების ცერემონიალის შემდეგ ზუგდიდში გაემგზავრა. მინისტრმა ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებებზე ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს პირადად უმასპინძლა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წილად გვერგო აქედან, ზუგდიდიდან, სამეგრელოდან მიგველოცა საქართველოსთვის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ასი წლისთავი. ამ კუთხემ, ისევე როგორც სხვებმა, ბევრი მსხვერპლი და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში. ჩვენ ვეცადეთ, ზუგდიდელებისთვის და სამეგრელოს მოქალაქეებისთვის, ადგილობრივებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა, რათა მათ შეეგრძნოთ ის დიდებული დღე, რომელსაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ.

სიმბოლურ ფაქტორსაც ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აფხაზეთიდან. ეს დღესასწაული, ეს ღონისძიება ჩვენთვის არის დამატებითი ძალისმომცემი, რამეთუ ყველამ ერთად ვიშრომოთ კიდევ უფრო მეტი, ვიბრძოლოთ, კიდევ უფრო მეტი, რამეთუ შევძლოთ მაქსიმალურად გონივრულ ვადებში აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს გაერთიანება.

რეალურად, ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ იმისთვის და მიზანი, გარდა რა თქმა უნდა, უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნისა, გახლავთ ის, რომ ჩვენი კავშირები ჩვენს მოქალაქეებთან, ნდობის ხიდები იყოს კიდევ უფრო ახლო და განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან, იმ ბავშვებთან, რომლებიც დღეს აქ ერთობიან. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც უნდა შეავსონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს რიგები და ეს ის თაობაა, რომელმაც ერთიან საქართველოში უნდა იცხოვროს“. - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სამეგრელოში, ზუგდიდის მთავარ მოედანზე მასპინძლობს. მთელი დღის განმავლობაში 3 ფუნქციურ ზონად დაყოფილ სივრცეში სტუმრებს საქართველოს გაცოცხლებულ ბოლო 100 წლის ისტორიის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ზუგდიდში 11 საათიდან დაიწყო და გვიან ღამით გალა კონცერტით დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42