"ევროპა ყოველთვის საქართველოს გვერდში იდგება" - იუნკერის თქმით, ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს
პოლიტიკა - 18:08, 26 May, 2018     1286
ევროკავშირი 45 მილიონ ევროს გამოყოფს საქართველოს მიკროფინანსური დახმარებისთვის, ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, პრემიერ კვირიკაშვილთან ერთდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:


„მოხარული ვარ, რომ ვხედავ ევროკავშირის ასეთ სრულფასოვან და ხილვად როლს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან დღეს. მე ძალიან მეამაყება, რომ პრემიერ-მინისტრი სტუმრობს ჩვენს სტენდს, ეს არის ევროკავშირის სტენდი. ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენთან არის. ჩვენ ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ ერთად, შედარებით მოკლე დროში.

მე მას მადლობას ვუხდი მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ იგი ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს, რაც დღეს ევროპაში ხშირი არ არის.

საქართველო ახლოსაა ჩემს გულთან, ახლოსაა ევროპელთა გულებთან, რადგან ჩვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად ვართ მეგობრები და პარტნიორები. ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ამ დღეებში მე განსაკუთრებულად ამაყი და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან გამორჩეული დღეა.

მე წლების წინ შევპირდი პრემიერ-მინისტრს, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს გვერდში იდგება. რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებთ, მით მეტ მხარდაჭერას ვიჩენთ ჩვენი მეგობრების მიმართ. მოხარული ვარ დღეს განვაცხადო, რომ დამატებით 40 მილიონს გამოვყოფთ ამ წლის ორმხრივი ურთიერთობებისთვის. საერთო ჯამში 2014 წლიდან 2018 წლამდე საქართველოს მხარდასაჭერად ჩვენ 597 მილიონი გამოვყავით. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დამატებით გამოვყოთ 45 მილიონი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის.

იმ პირობის შესაბამისად, რაც მე პრემიერ-მინისტრს მივეცი, ჩვენ გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან 2017 წლის მარტში. 353 000-ზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში და მინდა ყველანი, ვინც აქ ხართ მოგიწვიოთ და გირჩიოთ ევროპაში წასვლა, რადგან ნამდვილად ღირს მისი ნახვა.

რამდენიმე თვეში ამ ქალაქში ჩვენ გავხსნით ევროპულ სკოლას და ჩვენ, პრემიერ-მინისტრმა და მე, მოვილაპარაკეთ, რომ ამიერიდან ყოველ წელს ჩავატარებთ ერთ შეხვედრას საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის. ასეთ შეხვედრებს ჩვენ ყველა ქვეყანასთან არ ვატარებთ, მაგრამ მე მინდა რომ ყოველ წელს ასეთი შეხვედრა ჩატარდეს საქართველოსთან.“- განაცხადა იუნკერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42