საქართველოს დამოუკიდებლობა, სტაბილურობა, სუვერენიტეტი, უსაფრთხოების გადაწყვეტა რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაპირობაა- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 17:50, 26 May, 2018     1130

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებთან ერთად მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა - "თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია".

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას უწევდა მოდერაციას, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულზე ქართველი ხალხის სიხარულის გაზიარებისა და იმ ძლიერი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ევროპელი ლიდერები საქართველოს მიმართ იჩენენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.

"ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს აღედგინათ ნანატრი სახელმწიფოებრიობა და ის როგორც დაიწყეს მათ ახალი ქვეყნის შენება იყო გაგრძელება იმ ისტორიული არჩევანისა, რომელიც ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში გაუკეთებია.

ეს ისტორიული არჩევანი იყო ორიენტირებული დასავლურ ღირებულებებზე, დასავლური სახელმწიფოს მოწყობის წესზე და მიზნად ისახავდა თავისუფალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკის აშენებას. ამ რესპუბლიკაში მაშინდელი სტანდარტების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხით იყო დაცული როგორც უმცირესობების უფლებები, ასევე პოლიტიკური სტაბილობის, პოლიტიკური ბალანსის პრინციპები.

თუმცა, ისტორია დრამატულად განვითარდა. პირველი რესპუბლიკის არსებობა სულ სამ წელს გაგრძელდა და რუსეთის იმპერიის სახეცვლილმა ვერსიამ, საბჭოთა არმიამ ხელახლა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია.

იმის მერე, 70 წლის განმავლობაში საქართველო და ქართველი ხალხი იბრძოდა იმისთვის, რომ ისევ ხელახლა აღედგინა დამოუკიდებლობა, რომელიც ხელახლა ჩვენ საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე აღვადგინეთ. აღვადგინეთ, მაგრამ ჩვენს წინაშე საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე, გაჩნდა ახალი პრობლემები, რომელიც მოდიოდა ისევ ძველი მისამართიდან და ეს მისამართი იყო - მოსკოვი, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, რაც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა ნათელი განაცხადი,- რომ თავის თავს დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანად ხედავს, მაშინვე მოხდა ინსპირაცია იმისა, რასაც დღეს, ჩვენ, 2014 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ, ჰიბრიდულ ომს ვეძახით.

ეს ჰიბრიდული ომი დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ხოლო 2008- ში ამ ომმა ახალი ფორმა მიიღო და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია უკვე რეგულარულმა რუსულმა არმიამ მოახდინა. დღეს, როდესაც ჩვენ ვდგევართ მშვიდობიანი, სტაბილური ევროპის მშენებლობის საკითხის პირისპირ ნათლად უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სტაბილურობა, საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველოს უსაფრთხოების გადაწყვეტა რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაპირობაა.

ამ არჩევანს ჩემი ქვეყანა ემსახურება სრული თავდადებით. ყველა ხელისუფლება, რომელიც არსებობდა და ფუნქციონირებდა დამოუკიდებლობის მერე საქართველოში, პროდასავლური და პროევროპული კურსის მომხრე იყო. მთელი იმ გასაჭირის პარალელურად, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გაიარა, ჩვენ ვართ ერთერთი მოწინავე ქვეყანა დემოკრატიული პროცესის გაღრმავების თვალსაზრისით.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ჩვენს მოკავშირეების გვერდით ვდგევართ, წლების განმავლობაში, ურთულეს საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ნათლად განსაზღვრა თავის მომავალი და გააჩნია გზა ამ მომავლის უზრუნველსაყოფად.

დღეს თქვენი აქ ყოფნა პატივცემულო დელეგაციების ხელმძღვანელებო, იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენს მეგობარ და ჩვენს ღირებულებით მხარდამჭერ ქვეყნებად ხართ წარმოდგენილი, მაძლევს მე იმის გარანტიას, მაძლევს მე იმის შეგრძნებას, რომ ჩვენ მიერ არჩეული გზა იქნება წარმატებით გავლილი და ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ უფრო სტაბილურ, უფრო დაცულ სამყაროს.

რისთვისაც ჩვენ, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება, ბოლომდე მოწოდებული ვართ. კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის დისკუსიისას.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გიორგი კვირიკაშვილი -საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე -პარლამენტის თავმჯდომარე, მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა მინისტრი, არმენ სარქისიანი - სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საულ ნიინისტო - ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაიმონდს ვეიონისი - ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა - პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა - სლოვაკეთის პრეზიდენტი, ოგტაი ასადოვი - აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე, ეიკი ნესტორი - ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრიან ქანდუ - მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრეი პარუბაი - უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, მიხაილ რუსი - ბელორუსის ვიცეპრემირი, ანა ბირჩალი - რუმინეთის ვიცე პრემიერი, ნაურატინ ჩანიკლი - თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჟირი შესტაკი - ჩეხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი, ტერენას სპენსერ ნიკოლას ქუიქი - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჯონათან ჯანოგლი - საქართველოს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელი, თემთა პალატის წევრი, ბრიჯიტ ბრინკი - აშშ. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ასისტენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42