აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
პოლიტიკა - 16:57, 26 May, 2018     1275
2018 წლის 24 მაისს, აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. რეზოლუცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცემხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.


საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში სენატორებმა დევიდ პერდიუმ (David Perdue) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი), ბენ კარდინმა (Ben Cardin) (დემოკრატი -მერილენდის შტატი) და ჯონი იზაკსონმა (Johnny Isakson) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი) წარადგინეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ურყევორპარტიულ მხარდაჭერას.

რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მოკავშირეობას. რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშიპარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას, ისევე როგორც ქვეყნებს შორის სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების განვითარებას ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებისუზრუნველყოფაში საქართველოს დიდ წვლილს. რეზოლუციაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ლიდერი რეგიონში დემოკრატიული განვითარების, პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით. აღიარებულია საქართველოს მთავრობის რეფორმები კანონის უზენაესობის, მედიის გამჭვირვალობისა და თავისუფლების, მთავრობის ანგარიშვალდებულების, სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერების უზრუნველყოფის კუთხით.

აშშ-ის კონგრესი გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. რეზოლუცია მხარს უჭერს დამოუკიდებელ, ერთიან, მშვიდობიან საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხო მომავალს.

ამასთან, აშშ-ის კონგრესი გმობს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ და ხაზს უსვამს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების ნეგატიურ შედეგებს. სენატი აღნიშნავს, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს შეზღუდული აქვს საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების უფლება. რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობას და გმობს საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს. დოკუმენტი ასევე ეხმიანებასაქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის ორპარტიულ რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშიდარღვევების თაობაზე“.

აშშ-ის კონგრესი ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობას, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას. რეზოლუცია აღნიშნავს ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42