„ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს უნდა მოვიშოროთ ჩვენი ერთად დგომით“ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა (ვიდეო)
პოლიტიკა - 16:38, 26 May, 2018     3292

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი პოლონეთიდან მიულოცა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს თავისუფლება ისევ საფრთხის ქვეშაა:

„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მოგესალმებით პოლონეთიდან და გილოცავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. ქართველები დაბადებულები ვართ იმისათვის, რომ ვიყოთ თავისუფლები. ჩვენი წარმატება, ჩვენი ღირსება, ყოველთვის არის ჩვენს თავისუფლებაში. თავისუფლება არის ძალიან ძვირფასი, მაგრამ არის მსხვრევადი. ახლა ჩვენი თავისუფლება არის ისევ საფრთხის ქვეშ. საქართველო მაგონებს ველოსიპედს, სადაც პედლები სწრაფად ტრიალებდა და სწრაფად მივდიოდით წინ. პედლები აღარ ტრიალებს, რაღაც პერიოდი ინერციით წავედით წინ, ველოსიპედმა დაიწყო გადახრა, შეაჩერა, შენელდა და შეიძლება წაიქცეს და გადაიჩეხოს. იმისათვის, რომ არ გადავიჩეხოთ ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ეს ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები, ეს შესაძლებელია, მხოლოდ ერთად დგომით და ძველი წყენების დავიწყებით. საქართველო იყო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, მსოფლიო ბანკის მონაცემებით. მთელი მსოფლიო შენატროდა, დაწყებული უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვიდან დამთავრებული შუა აზიით, რუსეთით, აღმოსავლეთ ევროპით. მთელ მსოფლიოშო იყო წარმატების მაგალითი.

მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გაბანძდეს. გილი მტკივა როცა ვხედავ მის დამცირებულ მდგომარეობას, როცა ვხედავ როგორ დაცინიან ჩვენ ხალხს. ჩვენ ისევ გავხდებით მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყანა, ბევრად უფრო სწრაფად, ბევრად უფრო შინაარსიანად, ბევრად უფრო ქმედითად წავალთ წინ. ჩვენ გამოვალთ ამ გაჭირვებიდან , გადავლახავთ პრობლემებს, დავასრულებთ უიმედობას და საქართველო დაიბრუნებს თავის ბრწყინვალებას. საქართველო ისევ გახდება უმაგრესი ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მომავალ შეხევდრამდე.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42