ქართველმა ხალხმა აირჩია მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და მეტი შემწყნარებლობა - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 16:22, 26 May, 2018     986

„საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით - ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მარტო პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების საუკუნოვანი იუბილე აღინიშნება და ასი წლის გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს, საქართველოს უფრო დიდი იმედი აქვს ვიდრე ოდესმე, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და გამთლიანებისთვის წარმატებით დაგვირგვინდება.

„ასი წლის გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს უფრო დიდი იმედი გვაქვს, ვიდრე ოდესმე, რომ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისათვის წარმატებით დაგვირგვინდება. გვჯერა, რომ საქართველო დაიბრუნებს წარსულის დიდებას და გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის გამორჩეული წევრი.

დიდი ქართველი მოაზროვნეების: შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა კეთილშობილურ იდეებზე მრავალი თაობა გაიზარდა საქართველოში. მათი მემკვიდრეობის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა დღემდე შეინარჩუნა თავისუფლების წყურვილი, ადამიანის მიმართ პატივისცემა, ადამიანის ღირსების მიმართ პატივისცემა და შემწყნარებლობის კულტურა. სწორედ ამ იდეებისა და ტრადიციების ერთგულებამ განაპირობა, რომ თანამედროვე საქართველომ აირჩია ლიბერალიზმი, დემოკრატია, თავისუფლება და თანამშრომლობა - ანუ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც დგას დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო რამდენიმე წელიწადში დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცების კვალდაკვალ, დღეს შეგვიძლია, ცხადად დავინახოთ განსხვავება მომავლის ორ გზას შორის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და ბრძოლა თავისუფლებისა და დასავლური ღირებულებებისთვის შეუქცევადი გახდეს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერის არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება.

„ერთს მივყავართ თავისუფლებისაკენ, დასავლეთისაკენ, ხოლო მეორე ტოტალიტარულ წარსულში გვაბრუნებს. ყველა ხალხს აქვს უნარი, აირჩიოს პირველი გზა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მეორე არჩევანი გაიმარჯვებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და ბრძოლა თავისუფლებისა და დასავლური ღირებულებებისთვის შეუქცევადი გახდეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა როგორც გარე საფრთხეებისაგან, ასევე, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების უზურპაციის ყოველგვარი თეორიული შესაძლებლობისგან.

ქართველმა ხალხმა აირჩია მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და მეტი შემწყნარებლობა. ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა, დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით საქართველო შეძლებს შექმნას ძლიერი სახელმწიფო და გაწევრიანდეს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში - ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველო ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად ყალიბდება, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

„ჩვენ შევძელით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო რეფორმა გაგვეტარებინა და დარწმუნებული, რომ ვარ ქართული სახელმწიფო, ამ ფუნდამენტზე დაყრდნობით, განამტკიცებს თავის ერთგულებას დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისადმი, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის საუკეთესო საფუძველი გახდება“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42