დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისი იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ მიზნამდე - ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს - პრეზიდენტის სიტყვა თავისუფლების მოედანზე
პოლიტიკა - 16:17, 26 May, 2018     1334

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილი თავისუფლების მოედანზე პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სლოვაკეთის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად მოვიდა.

ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საერთაშორისო დელეგაციები ესწრებოდნენ.

"თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო!

თქვენ ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს, როგორც ქვეყნის შიგნით და ასევე, საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენ თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შეწირეს.

ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რადგან საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება, რადგან 1991 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლება აღვადგინეთ ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.

თქვენო უწმინდესობა, თქვენთან ერთად ვულოცავ ქართულ ეკლესიას, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ, ეკლესიის სიმტკიცე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენს წინაპრებს უნარს შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებულობა სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაში და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ, ძლიერ სახელმწიფოს.

დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მათი წინაპრების ღვაწლმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს.

დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს. მათი გამარჯვებები ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ.

დღევანდელ დღეს ვულოცავ იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკნენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს და საკუთარი ოჯახების გაძლიერებით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს.

დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენ მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად დგანან. იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ჩვენს მხარდაჭერას ამტკიცებენ.

ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები, როგორიც დღეს საქართველოშია აქამდე არ ყოფილა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ მიზნამდე -ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს.

დღევანდელ დღეს გილოცავთ ბატონო პრემიერო, თქვენ, მთავრობას და მმართველ პარტიას!

დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას რადგან ჩვენს დემოკრატიას სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის.

ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ დემოკრატიულ საქართველოს და მე მინდა მასმედიას მიულოცო დღევანდელი დღე, რადგან დემოკრატია მედიის თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა.

სრულიად ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს!

დღეიდან ჩვენ, ჩვენი რესპუბლიკის ახალ ასწლეულში გადავაბიჯებთ და მომავალ ას წელს გავივლით იმ პრინციპებით და იმ ღირებულებით, რითაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ.

აქ მიზანი ნათელია - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები, მათი მრავალმხირივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორიც ეს ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისათვის.

დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერისა მე ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!" - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42