გულმხურვალედ გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას - ემანუელ მაკრონის მილოცვა საქართველოს
პოლიტიკა - 14:56, 26 May, 2018     1532
საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ეროვნულ დღესასწაულს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ულოცავს


"ბატონო პრეზიდენტო,

გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გულმხურვალედ გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის მეგობრული განწყობა თქვენი ქვეყნისადმი და ჩემი მისწრაფება, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს ძმური ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის.

თქვენი ეროვნული დღესასწაული წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამ დღეს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ჟან–ივ ლე დრიანი ამ დღეს თქვენს გვერდით აღნიშნავს თბილისში.

ეს მოვლენა ნაწილია 1918 წლის ასი წლისთავის კოლექტიური მოგონებისა, იმ კონფლიქტის გახსენებისა, რომელმაც დაანაწევრა ევროპის კონტინენტი, ასევე ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის აღნიშვნისა. საქართველო, როგორც რესპუბლიკა, სწორედ მაშინ გამოჩნდა საერთაშორისო არენაზე, თუმცა, ამავდროულად ეს იყო უძველესი კულტურის მქონე ერის დამოუკიდებლობის აღდგენა.

იმ არეულ ეპოქაში საქართველოს დამოუკიდებლობამ, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გასტანა. მე დიდად ამაყი ვარ იმ მიღებით, რომელიც საფრანგეთმა გაუწია საქართველოს გადასახლებაში მყოფ მთავრობას 1921 წელს. ლევილ სურ ორჟის მამული, რომელიც თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა 2016 წელს, მოწმეა იმ ეპოქისა, როდესაც ჩვენმა რესპუბლიკებმა ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს ერთმანეთის მიმართ.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მყარი მეგობრული კავშირის ნათელი დადასტურებაა ქართული და ფრანგული სამხედრო კონტინგენტების მეგობრობა, რომლებიც გვერდი გვერდ იბრძვიან სამშვიდობო ოპერაციებში, როგორც ეს ახლახან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იყო.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საფრანგეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, ევროგაერთიანებასა და ნატოსთან თქვენი პარტნიორობის მხარდაჭერას, თქვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობას", - აღნიშნულია ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42