„მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე“ -დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 13:21, 26 May, 2018     1162

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. „მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მაშინ, გამომდინარე ჩვენი ათასწლეული ისტორიიდან გვქონდა ღირებულებები, რომელიც იყო ნამდვილად დემოკრატიული“, - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებებში რამდენიმე სივრცითაა წარმოდგენილი, მათ შორის ტექნოპარკის, „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ფოსტის და ბათუმის საზღვაო აკადემიის. ამასთან, სამინისტრო აქტიურ მონაწილეობას იღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, გორში და სხვა ქალაქებში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაათვალიერა სამეწარმეო მარკეტი, სადაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების და ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი პროდუქციაა წარმოდგენილი. „ჩვენ გვყავს სიმბოლურად მოწვეული 100 მონაწილე „აწარმოე საქართველოდან“. ასევე „საქართველოს ფოსტა“ არის წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფოსტის ისტორიის და ასევე თვითონ მარკის ისტორიის განვითარებას გაგვაცნობს. წარმოდგენილია საზღვაო აკადემია და, რა თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველზე მოსული სტუმრები ძალიან ბევრ ძალიან საინტერესოს ნახავენ და ისიამოვნებენ დღევანდელი ზეიმით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42