„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელიზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში კითხვების იმ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ხორავაზე მომხდარ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორისთვის უნდა დაესვათ, თუმცა იმის გამო რომ მოკლული მოზარდის მამას შეხვედრაზე დასწრების უფლება მის თანხმლებ პირებთან ერთად არ მისცეს, ირაკლი შოთაძის და ზაზა "სარალიძის შეხვედრა ჩაიშალა:
"კითხვები, რომელმაც შეაშინა მთავარი პროკურორი!
1. რატომ იქნა განადგურებული ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება - დანაშაულის ადგილი?! (ფარდული)
2. რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მძიმე დანაშაულის, მკვლელობების ორგანიზატორი?! (მირზა სუბელიანის შვილი)
3. რატომ არ მიეცა პასუხისგებაში პირები, ვინც დანაშაულის შემდეგ, ტაქსებით და სხვადასხვა საშუალებებით გაიპარა შემთხვევის ადგილიდან და განსაცდელში მიატოვა არასრულწლოვნები, რომლებიც იცლებოდნენ სისხლისგან?!
4. რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მირზა სუბელიანი, რომელმაც დაფარა მძიმე დანაშაული, გადამალა დამნაშავეები და გაანადგურა მტკიცებულებები?! (აგრეთვე თურქია და ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ცელოფნის პარკით გაიტანა სახლიდან და გაანადგურა მტკიცებულებები)
5. ექსპერტიზის მიმართ დასმულ კითხვებს შორის, რატომ არ იქნა დასმული კითხვა, თუ რამდენი დანით იქნა მიყენებული ჭრილობები ჩემი შვილისთვის და რატომ იქნა ეს კითხვა დასმული 1 თვის შემდეგ და არა დაუყოვნებლივ?!
6. რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მიხეილ კალანდია, გ.მ, რომლებიც ამხილეს სასამართლოზე, როგორც მძიმე დანაშაულის (მკვლელობა, დაჭრა) ჩამდენი პირები?!
7. ფაქტი, რომ არასრულწლოვანი გ.მ. დაჭრილი იქნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს, მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ დანაშაულში, როგორც მინიმუმ 3 დანა ფიგურირებდა?!
8. დღევანდელ დღემდე, რატომ გვიმალავდა პროკურატურა, რომ ბავშვები არა მხოლოდ დანებით, არამედ სხვადასხვა იარაღებით, მათ შორის მაკრატლით იქნა აჩეხილი?!
9. თუ გ.მ არ შეხებია ჩემს შვილს, როგორ აღმოჩნდა მის სხეულზე და ტანსაცმელზე დიდი რაოდენობით ჩემი შვილის სისხლი?!
10. რატომ არ დაიწყო გამოძიება გ.მ. დაჭრის ფაქტზე?!
11. რატომ ჩაუტარდა გ.მ-ს ექსპერტიზა მხოლოდ მას მერე რაც მას ჭრილობა შუხორცდა?!
12. რატომ არ მიეცა პასუხისგებაში კალანდია, როგორც ცრუ მოწმე, რომელმაც არსებითად შეცვალა სასამართლოზე 11 აპრილს მიცემული ჩვენება?!
13. რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება აგრეთვე ხულიგნობის მუხლით?!
14. რატომ ანხორციელებთ უკანონო თვალთვალს ზაზა სარალიძეზე?!
15. რატომ?!!!"- წერს ზვიად კუპრავა.
მასალის გამოყენების პირობები






