საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება
პოლიტიკა - 10:18, 26 May, 2018     1186
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღებს.


პრეზიდენტი დღეს ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, სლოვაკეთის, ფინეთის პრეზიდენტებთან და რუმინეთის ვიცეპრემიერთან.

საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად გახსნიან "კრინიცის ეკონომიკურ ფორუმს თბილისში", რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით იმართება.

20- მდე უმაღლესი დონის დელეგაციის ლიდერებისა და პრეზიდენტებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართება, სადაც საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელები, სიმბოლურად, ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საპატიო სტუმრები თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ქართველ ხალხს მიმართავენ და დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, სტუმრებთან ერთად, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას - "თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია".

26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო დელეგაციებთან ერთად, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირებას დაესწრება.

საღამოს კი, უმაღლესი რანგის სტუმრები, პრეზიდენტის სახელით სტუმრების პატივსაცემად ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ნინო ანანიაშვილის, "სუხიშვილებისა" და "ბასიანის" მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42