პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებისა და ისტორიული დიასპორისათვის მიღება გამართა
პოლიტიკა - 10:11, 26 May, 2018     925

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.

"თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"ეს თარიღი სწორედ თქვენმა წინაპრებმა შექმნეს. თქვენ აქ ხართ ქართველები, რომლის წინაპრებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი და თავისუფალი.

თქვენ დღეს აქ დგეხართ იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებიც ქმნიდნენ ამ დიდ ერს, ქმნიდნენ თავის წინააღმდეგობაში, თავის უნარში, რომ ურთულეს და ძალიან მძიმე გარემოში დაეფუძნებინა ჩვენს წინაპარს თავისი იდენტობა. თქვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ. დღეს მთელი მსოფლიოდან თქვენ ჩამოხვედით იმისთვის, რომ ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის კიდევ ერთი გამარჯვება.

მე მადლობა მინდა გითხრათ იმ ყოველდღიური შრომისთვის და მოღვაწეობისთვის, რითიც თქვენ საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც აძლიერებთ, სადაც ამჟამად თქვენ დაიდეთ ბინა.

ჩვენ ამაყი ვართ თქვენი ღვაწლით. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ხვალ და ამ ზეიმით კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი ერის სიძლიერის დემონსტრირებისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 26 მაისს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების მხრიდან.

"დღეს აქ დგანან იმ ხალხის შთამომავლები, ვისაც, იმ დროს ამდენი მეგობარი არ ჰყავდა. ჩვენი წინაპრები, რომლებიც ჩვენს ერს ინარჩუნებდნენ ბევრად რთულ ვითარებაში. დღეს ჩვენ ბევრად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ბევრი საუკუნეების განმავლობაში, როცა ჩვენი წინაპრები მაინც ახერხებდნენ და ქვეყანას ამთლიანებდნენ. და ეს თქვენი და თქვენი წინაპრების დამსახურებაც არის რადგან, იმ ქვეყნებში, საიდანაც დღეს ჩემი მეგობარი ქვეყნის ლიდერები ჩამოდიან თქვენს მიერ შექმნილმა ღვაწლმა საქართველოს მიმართ ემოცია და სიყვარული და პატივისცემა გააჩინა.

მადლობა რომ ვართ ერთად და მიხარია, რომ არამარტო გასაჭირში, არამედ ლხინშიც შეგვიძლია ბედნიერება!“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42