ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია
პოლიტიკა - 21:10, 25 May, 2018     1078

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 18 გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გამარჯვებული სტარტაპები არიან:

· Global Health - ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით გლობალური ჯანდაცვის პროფესიულ სასწავლო პროგრამებში ახალი მეთოდოლოგიის ინტეგრაცია

· Mostat - WiFi თერმოსტატი ინდივიდუალური გათბობის სისტემისთვის

· STYX TMS - ონლაინ პლატფორმა გადაზიდვებისთვის

· Ur app - კონტაქტების ცნობარი.

· Partshop.ge - ახალი და მეორადი ავტონაწილების მობილური აპლიკაცია.

· Smart Cloud Banking - სტარტაპი ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად აითვისონ მცირე ბიზნესის სეგმენტი პლათფორმის ციფრული არხების გამოყენებით

· Traktor - ჭკვიან დამხმარე 500 მილიონი ფერმერისთვის განვითარებად ქვეყნებში

· Spy Recipe - ქართული სუნელების ნაზავი რეცეპტებით.

· Insurance Tools - ინოვაციური სადაზღვევო პლატფორმა

· Eve Grower - მწვანილისა და ბოსტნეულის მოსაყვანი დანადგარი, მზა მიწის კაფსულებითა და ავტომატური მორწყვის რეჟიმით.

· Influence Georgia - მარკეტინგის კომპანია აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს და აკავშირებს მათ კომპანიებთან

· Doers - ყველა მომსახურება გამარტივებული გამოძახებით

· Vrex - აკავშირებს ადამიანებს ადგილებთან, ვირტუალური რეალობის მეშვეობით და ეხმარება ტურისტებს გადაწყვეტილების მიღებაში.

· Anima Chatbotics - პლატფორმა ახალი ტიპის ჩეთბოტებისთვის. პროექტი ქმნის პროგრამებს, რომლებსაც გააჩნიათ ციფრული პერსონალობა.

· Wine Finder - სტარტაპი ეხმარება ღვინის ენთუზიასტებს იპოვონ მათი ოცნების ღვინო.

· New Technology For Diagnostics Oil Tanks - ნავთობის და ნავთობპროდუქტების ავზების სავალდებულო დიაგნოსტიკის ახალი უნიკალური ტექნოლოგია

· LawBot - პირველი ქართული იურისტი ბოტი;

· Hostel Pro - უძრავი ქონების მართვის სისტემა

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 26 თებერვალს დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 132 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 43 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42