ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოშია
პოლიტიკა - 19:52, 25 May, 2018     1019
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია. იუნკერი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია.


თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

„მივესალმებით ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა ძალზედ დასაფასებელია, რომ ის ჩამოდის საქართველოში სწორედ იმ დღეს, როდესაც აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. ეს ვიზიტი ამავდროულად არის ძალიან ნათელი გზავნილი ევროპის მხრიდან მათი მხარდაჭერისა იმ პროცესის, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. საზეიმო განწყობის მიღმა, ბუნებრივია იქნება საქმიანი შეხვედრები და განხილულ იქნება საქართველო ევროკავშირს შორის ურთიერთობების დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები“ - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ჟან-კლოდ იუნკერი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმში, ასევე პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი 100 წლეულის სტრატეგია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42