საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
პოლიტიკა - 19:17, 25 May, 2018     1109
საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი 25-26 მაისს საქართველოს ეწვევა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.


ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, შედგება „პროექტის-„ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ განხორციელების შესახებ“ მთავრობათშორისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი და გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, კერძოდ, ის სიტყვით გამოვა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავი ფიცის დადების ცერემონიაზე, ასევე დაესწრება ხელოვნების სასახლის მუზეუმში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას და საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების იმიტირებულ ცერემონიას.

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატივცემულოდ, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელით, „ქორთიარდ მარიოტში“ ლანჩი გაიმართება. ვიზიტის დასასრულს, 26 მაისს, ჟან-ივ ლე დრიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო გალა-კონცერტს დაესწრება.

თბილისის შემდეგ, ჟან ივ ლე დრიანი ბაქოში გაემგზავრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42