ასი წლის წინ საქართველოს მიეცა შანსი იმისათვის, რომ იაროს პროგრესული გზით. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას - დალია გრიბაუსკაიტე
პოლიტიკა - 18:18, 25 May, 2018     797
საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.


როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გვერდით ყოფნა პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე.

"მეც მინდა საქართველოს ჭეშმარიტი სახელი გამოვიყენო თქვენი ქვეყნის აღსანიშნავად, როგორც თქვენ გამოიყენეთ ჩემი ქვეყნისათვის - ლიეტუვა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. ასი წლის წინ საქართველოს მიეცა შანსი იმისათვის, რომ იაროს პროგრესული გზით. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, როგორც ევროპის კავშირის, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, იმიტომ რომ საქართველო ნამდვილად მოწინავე ქვეყანაა და საუკეთესო მაგალითია რეფორმებისა და მიღწევების თვალსაზრისით.

ამავეს ვიტყოდი ნატოს-ს შესახებაც. მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებას გარკვეული გამოწვევები გააჩნია და ყველა თანხმდება, რომ გეოპოლიტიკის დინამიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება.

კავკასიაში ნატო-სათვის მხოლოდ თქვენი ქვეყანაა საუკეთესო პარტნიორი თანამშრომლობის, საკუთარი რეგიონის დაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. თქვენი ქვეყანა საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით. საქართველოს ყოველივე ამით უადვილდება ნატო-სკენ სავალი გზა. თვითონ ფორმალური მხარეების დაჩქარება, რა თქმა უნდა, საჭიროა და ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42