საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ.
საკრებულოს დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯიშჯარიანი ლევან ხაბეიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ოპოზიციონერი დეპუტატი ხალხის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.
ლევან ხაბეიშვილი მთაწმინდაზე ხოშტარიას ქუჩაზე დადგენილ ვადაში სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობაზე გამო პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტს აკისრებდა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხოშტარიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 5 მაისს ამოიწურა, თუმცა ქუჩა ისევ გადათხრილია. საკრებულოს ოპოზიცია ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის დახარჯული 94 ათასი ლარის მიზნობრიობისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კი საკითხის შესწავლას სარევიზიო კომისიისგან ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






