„წყალი შესულია გენერაციის გარკვეულ სექტორებში. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ პასუხი გავცეთ, თუ რამხელაა ზარალი და რა პერიოდი დასჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენას. გუშინ ჩვენ ქვეყნის სტაბილური ენერგომომარაგების აღდგენის მიზნით სარეზერვო სიმძლავრეები ავამოქმედეთ და მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი განვახორციელეთ",-განაცხადა ქუმსიშვილმა.
ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი. ამ დროისთვის „ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი ოკუპირებულ აფხაზეთში.
მასალის გამოყენების პირობები






