საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ნატო-ს სამიტის სამზადისი და კოორდინირებული ქმედებები განიხილეს
პოლიტიკა - 15:41, 25 May, 2018     1337

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართეს, სადაც დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტი განიხილეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ჟესტი.

გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ისტორიული გადაწყვეტილების გამო, ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალური სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ლიეტუვა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც გამოიყენებს "საქართველოს" ავთენტურ სახელს მის ენაზე. ლიეტუვის ამ ისტორიული ჟესტის საპასუხოდ კი, ქართული ენის პალატის გადაწყვეტილებით, ქართულ ენაზე ლიტვის ოფიციალური სახელი გახდა "ლიეტუვა".

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ეს ორივე გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მეგობრობის განსაკუთრებულ ხასიათს აჩვენებს. შეხვედრისას მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ყველა დონეზე ორმხრივი, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების შესახებ. პრეზიდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, უსაფრთხოების პრობლემებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ნატო-ს მოახლოებული სამიტისათვის სამზადისს და საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების კოორდინირებული მოქმედებების განხილვას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვა ყოველთვის იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი და საიმედო მეგობარი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის საქმეში. ისევე როგორც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს უდიდესი პირადი როლი, წვლილი, ჩართულობა და ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების განსამტკიცებლად და მხარდასაჭერად. ლიეტუვა სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

აღინიშნა, რომ ლიეტუვა გაერო-ს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნას ყოველთვის იყენებდა საქართველოს მხარდასაჭერად. აღინიშნა, რომ დღეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარმატებით და ჰარმონიულად ვითარდება. იზრდება ტურიზმი, სავაჭრო ბრუნვა, ვითარდება თანამშრომლობა პრაქტიკულად ყველა სფეროში. დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური, განათლებისა და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე.

ბოლო წლებში ლიეტუველ ვიზიტორთა რიცხვი განუხრელად იზრდება. ტურისტული ნაკადის ზრდა უკავშირდება 2014 წლიდან უნგრული ავიაკომპანიის “WizzAir” მიერ ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით დანიშნულ პირდაპირ ფრენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42