"საქართველოში თხილამურებსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარებაა" - პრემიერი
პოლიტიკა - 15:14, 25 May, 2018     1146
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში თხილამურებსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარებაა.

"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას.

მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება ზამთრის სპორტის სახეობებში საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირების ჩატარების მიმართულებით.

მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის როლი ამ მიმართულებით. კონკრეტულად, ეს იყო ზურაბ კოსტავას და გიორგი რამიშვილის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ. ჩვენ პროცესში აქტიურად ჩავერთეთ. შედგა ჩემი ვიზიტი შვეიცარიაში, სენტ-მორიცში, სადაც ჯან ფრანკო კასპერთან ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე და დავაფიქსირეთ ჩვენი თხოვნა და მზაობა. შემდგომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, სათხილამურო ფედერაციასთან ერთად და ჩვენ დღეს გვაქვს ეს შედეგი, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდი ვალდებულებაც არის. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა მოვამზადოთ ამისთვის.

2023 წელი იქნება სტარტი იმისთვის, რომ ჩვენ ხორცი შევასხათ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას და ამბიციას, რასაც 2030 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარება ჰქვია.

თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება უკვე ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს ბაკურიანში, გუდაურში და ზამთრის კურორტებზე, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა ჩემპიონატის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება. ეს არის ძალიან დიდი პატივი და ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარება, მაგრამ ამავე დროს - პასუხისმგებლობაც" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42